აუქციონი, ბენტლი, ბენტლი კონტინენტალი, ბენტლი კონტინენტალ ჯითი
Aa
Aa

გინახავთ ოდესმე ხის Bentley, რომელიც $100 000-ად გაიყიდა?

ძვირად ღირებული შენაძენების მოყვარულებისგან დიდი ხანია აღარაფერი გვიკვირს. თუმცა ამ Bentley-მ მაინც შეძლო და ჩვენი გაოცება დაიმსახურა. თქვენ წინაშე Bentley Continental GT-ია, სრული ზომის მოდელი, რომელიც თითქმის მთლიანად ხისგანაა დამზადებული. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტომობილი, ქანდაკებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ მანქანას, მისი ფასიც არანაკლებ გაგაოცებთ.

ეს უნიკალური ნამუშევარი ბელგიიდანაა, თუმცა მისი ავტორი ამ დრომდე ინკოგნიტოდ რჩება. ის ერთი შეხედვით, ND Woodworking Art-ის რომელიმე ქმნილებას მოგვაგონებს - დეტალური ექსტერიერითა და ინტერიერით. ეს ათასობით ხის ნაწილი კი ორ ხის ძელზეა დაფუძნებული, რომელიც იდეურად ძარის როლს ასრულებს. როგორც ამბობენ, ამ ავტომობილზე მუშაობას 3 000 საათზე მეტი დასჭირდა, რაც მის კომპლექსურობაზე მეტყველებს.

კონსტრუქცია მესამე თაობის Continental GT-ითაა შთაგონებული, რომელიც ავტომწარმოებელმა 2017 წელს წარადგინა და წარმოებაში 2024 წლამდე დარჩა. ოვალური მაშუქებისა და უკანა მაშუქების გარშემო ჩარჩოები უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე კორპუსის დანარჩენი ნაწილი, რაც ერთგვარ კონტრასტის ქმნის. ხოლო ინტერიერს პირველადი დათვალიერებითაც ეტყობა, რომ ეს უნიკალური გადანაწილება და თითოეული დეტალი ხელნაკეთი ინტერპრეტაცია და არა რეპლიკა.

ფოლადის ღერძებისა და აკრილის ფანჯრების გარდა, ყველაფერი ხისგანაა დამზადებული, მათ შორის დისკები და საბურავები. მიუხედავად იმისა, რომ ამ Bentley-ს კაპოტქვეშ თავისი ძლევამოსილი W12 ან V8 არ გვხდება, მანქანა მაინც გადაადგილდება - საჭის წყალობით.

მოდელის წონა 907 კილოგრამია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვნად მსუბუქია, ვიდრე ნამდვილი Continental GT, რომლის უახლესი ჰიბრიდული ვერსიაც 2 500 კილოგრამამდე იწონის. ხის Bentley ამჟამად Autosport Group-ის შოურუმშია გამოფენილი. საწყისი ფასი არც ისე მოკრძალებული 98 900 დოლარია, რაც ზოგიერთი რეალური Continental GT-ის ღირებულებასაც კი უტოლდება. თუმცა ამ უკანასკნელთა შემთხვევაში, მფლობელებს მანქანის მართვა და სიამოვნების მიღება შეუძლიათ, რასაც ამ ვერსიაზე ვერ ვიტყვით.

 

მსგავსი სიახლეები