ტრევის სკოტი ალბომის პრემიერამდე $3 მილიონის ღირებულების Lambo-ებს არიგებს
ამერიკელი რეპერი ტრევის სკოტი მომავალი ალბომის, JACKBOYS 2-ის შესახებ ყურადღების მიპყრობას არა სიმღერების ფრაგმენტებით ან სარეკლამო ვიდეოებით, არამედ ახალი Lamborghini-ებით ცდილობს.
მუსიკალურ ინდუსტრიაში ტრევისი ერთ-ერთია იმ შემსრულებელთაგან, რომელსაც გამორჩეული ავტოფარეხი აქვს. მის კოლექციაშია $5 მილიონად შეფასებული Bugatti Chiron-ი, Ferrari LaFerrari Aperta, რომელიც წარმოებული 210 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, განიერი კორპუსით მოდიფიცირებულ Urus-ისა და Mansory-ის ინდივიდუალური მოდელები და ა.შ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლამდე კი, ამერიკელმა რეპერმა გადაწყვიტა, ყველა, ვინც JACKBOYS 2-ში მონაწილეობს, Lamborghini Huracán-ებით დაესაჩუქრებინა. თითოეული ეგზემპლარი, რომელიც არტისტებს გადაეცა, მქრქალი შავი ფერის იყო და კორპუსზე შესაბამისი წარწერა - JACKBOYS 2 - ჰქონდა დატანილი.
View this post on Instagram
არტისტებს შორის, რომელთაც ახალი Huracán-ის გაღებები გადაეცათ არიან, 21 Savage, Don Toliver, Sheck Wes, Waka Flocka Flame, F1lthy, Fritz Owens, SoFaygo, SahBabii, GloRilla, და შესაძლოა, Vybz Kartel-იც.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინსტაგრამ გვერდმა Bars-მა, Lamborghini-ს ქარხნის შეკვეთის ფორმას მიმსგავსებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც რვა Huracán-ის გაყიდვის შესახებ იყო ინფომაცია. თითოეული შეფასებული 304 000 აშშ დოლარად, რაც საერთო ღირებულებით 3 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება Huracán-ის ტექნიკურ მახასიათებლებს: ეს მოდელი სუპერქარების სამყაროში ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ეს მოდელი 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავითაა აღჭურვილი და ბორბლებს 600 ცხენის ძალას გადასცემს.