ელექტრომობილები, პეჟო 208, პეჟო, პეჟო ჯითიაი
Aa
Aa

Peugeot-ს ლეგენდარული GTi ახალ ამპლუაში

Peugeot e-208 EV-ს წარდგენის დროს „პეჟოს“ ბოსმა ჟან-ფილიპემ თქვა, რომ ლოგოტიპი ფრანგული ავტომწარმოებლისთვის „ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.“

„პეჟო“ ლეგენდარული GTi-ის ლოგოტიპის აღზევებას აპირებს. ახალი GTi სერიის პირველი ავტომობილი სამომავლოდ 208-ის ვერსია იქნება. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ახალ „ცხელ“ ვერსიას შესაძლოა GTi-ის ნიშნული საერთოდ არ ჰქონდეს.

„პეჟოს“ აღმასრულებელი დირექტორი ჟან-ფილიპე იმპარატო თავის განცხადებაში ამბობს, რომ GTi-ს სახელი კომპანიაში ყოველთვის შიგაწვისკამერიანი ძრავების მქონე ავტომობილებთან იქნება ასოცირებული.

კომპანიამ სპორტული ვერსიების ახალი ლოგო წარადგინა - PSE (Peugeot Sport Engineered). ახალი ლოგო უკვე 508-ის plug-in ჰიბრიდის „ცხელ“ ვერსიაზე ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან „პოჟოების“ გასპორტულებული ვერსიები GTi-ის ნაცვლად PSE ლოგოტიპს ატარებენ.


Peugeot 508 PSE Plug-In Hybrid

ჟან-ფილიპე ამბობს, რომ „ყველა წესში გამონაკლისი არსებობს. ახალი მოდელების სპორტულ ვერსიებს PSE ნიშნით გამოვუშვებთ, გარდა ახალი 208-ისა, მას GTi-ის ნიშანი მიენიჭბა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ელექტრო იქნება.“ საინტერესოა, რომ 208 GTi მოდელი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის განკუთვნილი იქნება, რადგან „მანდ GTi-ის სახელი დიდ ზეგავლენას ახდენს.“

კითხვაზე, თუ GTi-ის სახელი PSE-დ რატომ შეცვალეს, ჟან-ფილიპემ შემდეგნაირად უპასუხა: „მომხმარებლისთვის ახალი ავტომობილები სრულად ახალ შეგრძნებებს მიანიჭებს, რომელიც ძველებური GTi-ისგან რადიკალურად განსხვადება. ერთადერთი ავტომობილი, რომელმაც შეიძლება ძველი ლოგო დაიმსახუროს, ახალი სრულად ელექტრო 208 შეიძლება გახდეს, თუ, რა თქმა უნდა, წარმოებას გადავწყვეტთ.“

ეს ყველაფერი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ელექტრო 208-ის პლატფორმა ყველა სამომავლო GTi-ს ჰეჩბეკების სათავეში ჩაუდგება. პირველ რეალისტურ კონცეპტებს ოქტომბერში პარიზის ავტოშოუზე ვიხილავთ, თუ არაფერი შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები