კონცეპტი, Audi R8, Quattro, აუდი, ავუსი, სპაიდერი, ალუმინის ძარა
Aa
Aa

Audi Spyder - კომპანიის უარი დამკვეთებს

Audi ყოველთვის განსხვავებული სტილის მანქანებს აწარმოებდა. ამ ავტომობილებს სახასიათო სტილი ჰქონდათ და მის ქომაგებსაც სწორედ ეს მოსწონდათ. თუმცა ამ კომპანიის სამოდელო სიაში სპორტული ვერსიები 90-იან წლებამდე ბევრი არ მოიძებნებოდა, შესაბამისად კომპანიას ძალიან სურდა, რომ მათაც შეექმნათ ისეთი სპორტული მოდელი, რომელიც კონკურენტების გვერდით ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. 1991 წელს გერმანულმა კომპანიამ Audi Spyder Concept-ი წარადგინა, რომელიც რეგულარული და კონსერვატიული მოდელებისგან სრულად განსხვავებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შესახებ დიდი ინფორმაცია არ არსებობდა, წარდგენიდან მალევე კომპანიაში ათასობით შეკვეთა შევიდა.

1991 Audi Quattro Spyder Concept : r/WeirdWheels

ავტომობილი 1100 კილოგრამს იწონიდა, რაც ალუმინის ძარის დამსახურება იყო. Spyder-ს სრულად ამძრავი კონფიგურაცია ჰქონდა და მისი ძრავა 2.8-ლიტრიანი იყო, რომელიც 172 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს მაჩვენებელი საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ იმ დროინდელი სუპერქარებისთვის შესაბამისი კონკურენცია გაეწია. მიუხედავად ბევრი შეკვეთისა, კომპანიამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და Spyder-ი სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვა.

Audi Quattro Spyder | | Honest John

ამ კონცეპტუალური მოდელის წარდგენიდან მალევე Audi-მ Avus-ი გამოაგორა მზის სინათლეზე, რომელიც ასევე კონცეპტუალურ ხასიათს ატარებდა. თუმცა საკმაოდ დიდი დროის შემდეგ გერმანულმა კომპანიამ მაინც მოახერხა და მსოფლიოს Audi R8 წარუდგინა. ეს ყველაფერი კი 1991 წელს Spyder-ის იდეამ განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ 2 ეგზემპლარად დამზადდა, მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ მოდელს, რომელმაც Audi სხვა საფეხურზე აიყვანა.

მსგავსი სიახლეები