საქართველო, ავტოსესხი, ლომბარდი
Aa
Aa

ავტო და ლომბარდული სესხები გაიაფდა | როგორია კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები

2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.47%-ს შეადგენდა, ივნისში კი 13.06%-ს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.23%-დან 15.66%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.20%-დან 9.16%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სესხები.

როგორი იყო ივლისში შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი:

ავტოსესხი – 25.51% (ივნისი – 26.90%)
ლომბარდული სესხი – 18.82% (ივნისი – 19.55%)
სამომხმარებლო სესხი – 17.18% (ივნისი – 17.23%)
სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 13.24% (ივნისი- 13.51%)
სამომხმარებლო სესხი – არაუზრუნველყოფილი – 18.28% (ივნისი – 18.35%)

წყარო - BPN

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები