ილონ მასკი, ელექტრომობილები, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ევროპა
Aa
Aa

Tesla ევროპაში „ძალიან იაფ“ ელექტრომობილებს გაუშვებს |  დაინერგება თვითმართვადი ავტომობილებიც

Tesla-ს განცხადებით, წელს ევროპაში ბევრად ხელმისაწვდომი ელექტრომობილების გაშვება იგეგმება. ამას გარდა კი, კომპანია ევროპის კონტინენტზე თავისი თვითმართვადი პროგრამული უზრუნველოყოფისთვის ნებართვასაც მიიღებს.

ინვესტორებთან გაკეთებული განცხადებით, ხელმისაწვდომი ავტომობილის აწყობა უკვე დაწყებულია და კომპანიას სამომავლოდ დიდი გეგმებიც აქვს. თუმცა Tesla-ს არც ის დაუმალავს, რომ როგორც ავტომობილების გაყიდვები, ასევე მოგება შემცირებულია. კომპანიას აშშ-ში მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს - რაც უმეტესაც მისი მფლობელის რეპუტაციის დამსახურებაა - ამას კი, ჩინური ავტომწარმოებლებისგან გაზრდილი კონკურენციაც ემატება. სწორედ ამიტომ, მწარმოებელმა ინვესტორები შესაძლო რთული პერიოდის შესახებაც გააფრთხილა.

გაყიდვები 12%-ით შემცირდა და 22.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც გაყიდვები 14%-ით შემცირდა. რაც შეეხება მოგებას, ეს უკანასკინელი 16%-ით 1.1 მილიარდ დოლარამდე დავარდა.

თუმცა, კომპანიის ვარაუდით, Tesla-ს გაყიდვები ევროპაში გაიზრდება, როგორც კი ადგილობრივ მომხმარებლებს კომპანიის თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება მიეცემათ. Tesla-ს დირექტორის განცხადებითვე, ელოდებიან, რომ პირველ ნებართვას ნიდერლანდებში მიიღებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები