გსურთ ტაქსის ქალი მძღოლი ? | აპლიკაცია არჩევანის საშუალებას გაძლევთ
თუ თქვენ ოდესმე გქონიათ სურვილი, რომ ტაქსის მძღოლი თავადვე აგერჩიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცნობილი პლატფორმა Uber-ი მგზავრებს ამის საშუალებას უკვე აძლევს. რა გახდა ამის მიზეზი? მიუხედავად იმისა, რომ ტაქსით მგზავრობის დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად უსაფრთხოა, რამდენიმე მძიმე შემთხვევაც კი, მომხმარებელთა ნაწილში შიშს აჩენს.
მაგალითად, Uber-ის ანგარიშით, 2021–2022 წლებში თავდასხმებს 36 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევათა ნახევარზე მეტში მძღოლი დაიღუპა. საბედნიეროდ, სიკვდილიანობა იშვიათია, თუმცა სექსუალური ძალადობა ძალიან საკმაოდ ხშირია. ანგარიშში ჩამოთვლილია 2 717 ინციდენტი, რაც 2017-2018 წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით განახევრებულია, თუმცა მაინც საგანგაშო.
სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა მგზავრებისთვის უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭებინა და აპლიკაციას ახალი შეთავაზება დაამატა. რამდენიმე კვირაში, მგზავრებს Uber-ის აპლიკაციაში შეუძლიათ "მხოლოდ ქალი მძღოლი" მიუთითონ. თავდაპირველად ახალი ფუნქცია ლოს-ანჯელესში, დეტროიტსა და სან-ფრანცისკოში გაეშვება.
თავის მხივ, ქალ მძღოლებსაც ექნებათ უფლება, მხოლოდ ქალი მგზავრების მომსახურება მოითხოვონ. მათ შორის, ამ დაშვების გამოყენება ტაქსის ქალ მძღოლებს პიკის საათებშიც კი შეეძლებათ. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის, მძღოლები ამ ალტერნატივის გათიშვას ან ჩართვასაც მოახერხებენ.
ცნობისთვის, Uber-ის მხოლოდ ქალი მძღოლების პროგრამა პირველად 2019 წელს, საუდის არაბეთში დაინერგა. მას შემდეგ კი, 40-მდე ქვეყანაში გაფართოვდება. ამერიკის შეერთებული შტატები გაფართოებებს შორის უახლესია და მოგვიანებით, აღნიშნული პროგრამა ამერიკის ყველა შტატში დაინერგება.