მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება
ხვალიდან, კერძოდ კი 5 ნოემბრის 00:00 საათიდან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები იმოქმედებს. კერძოდ, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.“
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს