ელექტრომობილი, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი, დოჯი ჩელენჯერი დაიტონა
Aa
Aa

Dodge-ის ლეგენდარული Charger-ი ძველ დიდებას იბრუნებს? | საკულტო ჟღერადობა კვლავ ისმის

Charger Daytona-ს ბევრმა ავტომოყვარულმა გამოსვლისთანავე ზურგი აქცია, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ამერიკული მოდელი სრულად ელექტრო იყო. დიდი ფასდაკლების მიუხედავადაც, Dodge-მა წლის პირველ ექვს თვეში ამ მოდელის მხოლოდ 4 299 ერთეული გაყიდა.

რა თქმა უნდა, Dodge-ისთვის ეს შედეგი კატასტროფულია, თუმცა დახმარება უკვე გზაშია. ელქტროსედანი წლის მეორე ნახევარში გამოვა, მასთან ერთად კი, ავტომწარმოებელი მომხმარებელს Charger Sixpack-საც წარუდგენს. ეს უკანასკნელი ორმაგი ტურბო 3-ლიტრიანი Hurricane-ის ექვსცილინდრიანი ძრავითაა წარმოდგენილი, რომელიც 420 ცხენის ძალას და 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ Dodge-ს ამ ვერსიისთვის გაშვების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, როგორც ჩანს, უახლეს მოდელს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. ეს დაშვებები კი იქიდან გამომდინარეობს, რომ Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სარეკლამო გადაღების დროს ბენზინზე მომუშავე კაშკაშა წითელი კუპე შენიშნა და საკუთარი კამერითაც დააფიქსირა. თუ კარგად დააკვირდებით, იმასაც დაინახავთ, თუ როგორ იღებს დრონი ყველაფერს აფრენამდე.

რეალურად, Charger Sixpack-ს თითქმის იდენტური გარეგნობა აქვს, როგორც მის ელექტროვერსიას. თუმცა ვიდეოში მთავარი მაინც სულ სხვა რამაა. მართალია ძველი V8 ძრავას ენთუზიასტებისთვის ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ელექტროვერსიასაც შესანიშნავი ჟღერადობა აქვს.

სავარაუდოდ, ავტომობილის შესახებ უფრო მეტ დეტალს მომდევნო კვირებში გავიგებთ, მათ შორის მის ღირებულებასაც. მანამდე კი გეტყვით, რომ 2025 წლის Charger Daytona-ს ფასი 59 595 დოლარიდან იწყება და ეს უზარმაზარი მატებაა 2023 წლის Challenger-თან შედარებით, რომლის საწყისი ფასიც 32 800 დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები