რუსეთი, ჩინეთი, გაყიდვები
Aa
Aa

ჩინურმა ავტომობილებმა რუსეთის ბაზარი „დატბორა“ | რომელი ბრენდებია პოპულარული?

2025 წლის ივლისის თვეში რუსეთში ჩინური წარმოების 65 000 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. გაყიდულმა ჩინურმა ავტომობილებმა რუსეთის მთლიანი საავტომობილო ბაზრის 55% შეადგინა. ამავე პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა ორმა ბრენდმა, GAC-მა (+78% თვეში) და Chery-მ (+52%) დააფიქსირეს.

„ექსპერტებმა 2025 წლის ივლისში ჩინური ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკა გააანალიზეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბრენდებმა, კოლექტიურად, 65 000 მსუბუქი ავტომობილი გაყიდეს და ბაზრის 55% დაიკავეს. ამასობაში, კვლევის თანახმად, ტოპ-5-ში შემავალი ბრენდების გაყიდვები ორნიშნა ტემპით გაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი შედეგები ორი ბრენდის შემთხვევაში მივიღეთ, ესენია: GAC 2 800 ავტომობილი (+78% თვეში), Chery - - 13 500 ერთეული (+52%). გაყიდვებით ტოპ ათ ბრენდს შორის ასევე იყვნენ Geely (8 400 ერთეული, +36% 2025 წლის ივნისთან შედარებით), Changan-ი (7 900 ერთეული, +26%) და BelGee (6 500 ერთეული, +60%).

ამავდროულად, ექსპერტები აგვისტოში გაყიდვების 110-115 000 ავტომობილამდე ზრდას ვარაუდობენ, საიდანაც დაახლოებით 60-62 000, სავარაუდოდ, ჩინური ბრენდების იქნება.

 

მსგავსი სიახლეები