თბილისი, გზების რეაბილიტაცია, გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

მომდევნო დღეებში თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მომდევნო დღეებში, დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შეზღუდვები დედაქალაქის ქუჩებში 16 აგვისტოს 00:00 საათიდან მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში იმოქმედებს. 

ოფიციალური განცხადების თანახმად: „16 აგვისტოს 00:00 საათიდან, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“.

- ამავდროულად: „16 აგვისტოს, 08:00 საათიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, “საქართველოს რაგბის კავშირისა” და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.“

მსგავსი სიახლეები