ავტოსპორტი, სუბარუ, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, სუბარუ იმპრეზა
Aa
Aa

შეცდომა, რომელმაც ეპოქა შექმნა — Subaru-ს ოქროსფერი დისკების ისტორია

როდესაც 1993 წელს Subaru Impreza WRC რალის სცენაზე გამოჩნდა, ის კომპანია Prodrive-ის მიერ იყო მომზადებული, ხოლო მისი მთავარი სპონსორი ბრიტანული სიგარეტის ბრენდი, State Express 555 გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 555-ის საფირმო ფერები ლურჯი და ოქროსფერი იყო, აზიაში მისი შეფუთვას ხშირად ლურჯსა და ყვითელში შეხვდებოდით.

ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია

თუმცა, დღეს Subaru-ს რალის ავტომობილების ლურჯი და ყვითელი გაფორმება თითქმის არავისთვის ასოცირდება თამბაქოს ბრენდთან. ამის ნაცვლად,  ალბათ, უმრავლესობისათვის Subaru-ს საკულტო სიმბოლოდ, ლურჯი ძარა მიიჩნევა, რომელსაც ოქროსფერი დისკები ამშვენებს.

მიწოდების შეცდომა, რომელმაც ლეგენდა შვა

მცირე ისტორიული კონტექსტი: FIA-მ „A ჯგუფი“ ახალი ფორმულით — World Rally Car-ით ჩაანაცვლა. ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა გუნდებს მეტი თავისუფლება მისცა უფრო განიერი და სწრაფი მანქანების ასაგებად. Subaru-მ სრულიად განაახლა Impreza WRC და გადაწყვიტა, ეს ცვლილება დისკების ახალი ფერითაც აღენიშნა.

პოდკასტის — The Intercooler — ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში, რიჩარდსი ყვება ისტორიას, თუ როგორ შერჩა მანქანას ოქროსფერი დისკები იმ მუქი ნაცრისფერის ნაცვლად, რომელიც დიზაინერმა ჩაიფიქრა:

„ჩავედით... 1997 წლის WRC-ის პირველი რალი მონტე-კარლოში იმართებოდა. ახალი მანქანით წარვდექით. დისკების მწარმოებელმა კომპანიამ, თუ სწორად მახსოვს, იტალიურმა Speedline-მა, გამოგზავნა შეკვეთა. წესით, ისინი მუქი ნაცრისფერი უნდა ყოფილიყო. პიტერ სტივენსი, მანქანის დიზაინერი, შეძრწუნებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ Speedline-მა არასწორი ფერი გამოაგზავნა და ყველა დისკი ოქროსფერი იყო“, — განაცხადა მან.

გუნდს სხვა გზა არ ჰქონდა — Subaru-ს რალიზე ოქროსფერი დისკებით უნდა ეასპარეზა. ვინაიდან მონტე-კარლო სეზონის პირველი რბოლა იყო, Impreza WRC-ს უამრავი ფოტო გადაუღეს მარკეტინგული მიზნებისთვის სასტარტო პოდიუმზე. პრესამაც ავტომობილი „ცოცხლად“ პირველად სწორედ ასე ნახა. სეზონის პირველი რბოლა ყოველთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მაგრამ სიტუაციის „გასაუარესებლად“ (PR კუთხით), Subaru-მ ეს რბოლა მოიგო.

რა თქმა უნდა, გამარჯვება ცუდი სცენარი არ არის, მაგრამ პიარის თვალსაზრისით, თქვენმა ავტომობილმა — არასწორი ფერის დისკებით — მაქსიმალური მედიაგაშუქება მიიღო.

პოდკასტის მიხედვით, რიჩარდსმა ბოდიში მოუხადა Subaru-ს პრეზიდენტს და უთხრა, რომ დისკები უკვე უკან დააბრუნეს სწორ, ნაცრისფერ ფერად გადასაღებად. თუმცა, რიჩარდსის თქმით, პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, არა, ჩვენ უკვე მთელი სარეკლამო კამპანია ავაწყვეთ, ასე რომ, ამიერიდან ოქროსფერი დისკები უნდა დატოვოთ“. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა.

Subaru-ს მრბოლელებმა Impreza WRC-ით ჩემპიონის ტიტულები 2000 (რიჩარდ ბერნსი) და 2003 (პეტერ სოლბერგი) წლებში მოიპოვეს. ბრენდის ბოლო გამოსვლა WRC-ზე 2008 წელს შედგა, რის შემდეგაც Subaru World Rally Team-მა ფინანსური კრიზისის გამო ჩემპიონატი დატოვა.

გუნდის საბოლოო მონაგარი ასეთია: სამი კონსტრუქტორთა ჩემპიონობა, სამი მრბოლელთა ჩემპიონობა და 46 გამარჯვება ცალკეულ რალიში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ უფრო დიდი რალის ისტორიის მქონე ბრენდები, Subaru მაინც რალის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება. დღესაც კი, ქარხნული Subaru-ს გუნდები, რომლებიც ამერიკის რალის ასოციაციაში (ARA) ასპარეზობენ, კვლავ ტრადიციულ ლურჯ ძარასა და ოქროსფერ დისკებს იყენებენ.

მომავალში, ქარხნიდანვე ოქროსფერი დისკებით აღჭურვილი უამრავი სპეციალური ვერსია გამოვიდა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია S201, WRX 300 და Catalunya.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები