ელექტრომობილები, ხანძარი, ტესლა
Aa
Aa

გადამზიდავ მანქანაზე Tesla-ს ექვსი ელექტრომობილი დაიწვა

შაბათს, ლოს-ანჯელესში, Tesla-ს მარკის ელექტრომობილების გადამზიდავ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი ავტომაგისტრალზე, დაახლოებით საღამოს 5:35 საათზე მოხდა.  ABC7-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური ადგილზე სასწრაფოდ მივიდა და ხანძრის ჩაქრობა დაახლოებით საღამოს 9:30 საათისთვის მოახერხა.

ხანძრის ამსახველი ვიდეო, რომელზეც შავი კვამლი ჩანს, X-ზე გავრცელდა. კადრებში ჩანს მისაბმელზე მყოფი რვა ელექტრომობილი, საიდანაც ექვსი, ხანძრის შედეგად, სრულად დაიწვა. პირველი ცეცხლში სატვირთოსთან ყველაზე ახლოს მდებარე ავტომობილები გაეხვნენ, ხოლო უკან მდებარე EV-ებმა ნაკლები დაზიანებები მიიღეს.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ მაგისტრალზე მოძრაობა სწრაფადვე შენელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია, მეხანძრეები და სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას და ნარჩენების უსაფრთხოდ გატანას უზრუნველყოფდნენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, ხანძარი ლითიუმ-იონური ბატარეებით იყო გამოწვეული, რომლებითაც Tesla-ს ავტომობილებია აღჭურვილი. ბატარეები მარტივად აალებადია და თანაც, ელექტრომობილებზე გაჩენილი ხანძარი უფრო რთულად და ხანგრძლივი მცდელობები შემდეგ ქრება.

თუმცა, Tesla-ს მიწოდების ჯაჭვის ხელმძღვანელმა, როშან ტომასმა მოგვიანებით პოსტში განმარტა, რომ ცეცხლი მესამე მხარის (3PL) ნახევრად სატვირთო მანქანას გაუჩნდა. მისივე განცხადებით, საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათ უახლოეს პერიოდში შეცვლიან და მიაწვდიან მომხმარებლებს.

 

 

მსგავსი სიახლეები