უსაფრთხოების სისტემა, ნავიგაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

კორეამ ავტომობილის მართვა გასართობ თამაშად აქცია | მიზეზი

სახელმწიფოთა უმრავლესობა გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ზოგი ამისთვის შემზღუდავ კანონებსა და მკაცრ რეგულაციებს მიმართავს. ზოგიც, აქტიურად ტექნოლოგიურ განვითარებაზე მუშაობს. სამხრეთ კორეას კი, როგორც სჩვევია ხოლმე, სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს.

ქვეყნის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ნავიგაციის აპლიკაცია Tmap-ის მონაცემებით, მათ მიერ შემუშავებული თამაში, Driving Score, კორეას 2018-2020 წლებში 31 366 ავარიის თავიდან აცილებაში დაეხმარა. ეს მაჩვენებელი შიდა მოდელიდან მოდის, რომელიც ერთმანეთს მაღალი და დაბალი ქულის მქონე მძღოლების ავარიების მაჩვენებლებს ადარებს.

თუმცა ამას უარყოფითი შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს. საქმე იმაშია, რომ თამაშს მჭიდრო კავშირი აქვს ტექნოლოგიასთან და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ კითხვებს ბადებს.

ფორმულა მარტივია: მობილურებში ჩამოტვირთული აპლიკაციები მანქანის აჩქარებას, დამუხრუჭებას, მოსახვევებში მოძრაობას და სიჩქარის გადაჭარბებას აკონტროლებენ. მძღოლი რაც უფრო კარგად და უსაფრთხოდ მართავს ავტომობილს, მით უფრო მაღალი ქულა ეწერება. ამ ქულების გადაცვლა კი, სხვადასხვა შეღავათებში - მათ შორის, დაზღვევის ფასდაკლებებში ან სასაჩუქრე კრედიტებში შეუძლიათ.

2024 წლის ბოლოს Tmap-ს 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რომელთაც 10 მილიონზე მეტი „ჯილდო“ გადასცა. მას მალევე კონკურენტებმაც მიბაძეს. Kako Map-მა საკუთარი სისტემა 2022 წელს დანერგა, Naver Map-მა - 2024 წელს და მათ გაქირავების პლატფორმა Socar-იც კი შეუერთდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეს ქულები საჯაროა, რათა საკუთარი პოზიციის დანახვა ყველას შეეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები