აუქციონი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი ელ88
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული Corvette სამი აუქციონის შემდეგ ისევ არ გაიყიდა

ეს 1967 წლის Corvette L88-ია, რომელიც აუქციონზე უკვე სამჯერ იყო გატანილი, თუმცა არც ერთხელ გაყიდულა. მოდელის შეფასებამ ყველაზე მაღალ ნიშნულს $2.7 მილიონს მიაღწია, ახალი მფლობელი კი, უბრალოდ არსად ჩანდა.

ეს Chevy იშვიათთა შორის ერთ-ერთი უიშვიათესია. 1967 წლის L88 კუპე 20 წარმოებულ მოდელს შორისაა და ერთადერთი ცნობილი წითელი ეგზემპლარია. რა თქმა უნდა, მოდელი ქარხნულია და 20 000 კილომეტრამდე თუ აქვს გავლილი. ყველა ამ რეგალიასთან ერთად კი, Corvette ბლუმინგტონისა და NCRS-ის უმაღლესი ჯილდოების მფლობელია. 

Corvette-ის სიმძლავრე „ჩევის“ 427 L88 V8 ძრავიდან მოდის, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, როგორც ცნობილია, მოდელის გამომუშავება 500 ცხენის ძალასაც აჭარბებს. ეს საკმაოდ მაღალი სიმძლავრის ძრავა გახლავთ, რომელიც რბოლებისთვის იყო შექმნილი და არა, შაბათ-კვირის მოგზაურობისთვის.

1967 წელს ის ძირითადად ქარხნულად აწყობილი სარბოლო მანქანა იყო, თანაც სარბოლო ნიშნებით. ამის გამო, მოდელი მხოლოდ რამდენიმე ერთეული შეუკვეთეს. იმავე მანქანამ 2014 წელს Corvette-ის რეკორდიც დაამყარა, როდესაც $3.85 მილიონად გაიყიდა. 2024 წელს, ის კიდევ ერთხელ, ახლა უკვე $3.2 მილიონად გაიყიდა.

ბოლოს ეს უიშვიათესი მოდელი აუქციონზე 2025 წელს გამოჩნდა. ამჯერად, ავტომობილი გაყიდვა მფლობელმა სამჯერ სცადა, სამჯერვე უშედეგოდ. ამ შემთხვევაში, Corvette-ის ფასმა $2.5 მილიონს, $2.7 მილიონსა და $2.6 მილიონს მიაღწია. შესაბამისად, Corvette-ს ალბათ წელს კიდევ ერთ აუქციონზეც ვიხილავთ, თუმცა საკითხავია, ამჯერად მაინც თუ იპოვის ის ახალ მფლობელს. 

მსგავსი სიახლეები