ტარიფი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბიემვი, მერსედეს-ბენცი
Aa
Aa

Mercedes-ი ძრავებს მთავარი კონკურენტისგან შეიძენს? | BMW-ის ძრავები Mercedes-ის მოდელებში

უცნაური სიურპრიზია, თუმცა თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში BMW-ის ძრავები შესაძლოა მისი მთავარი გერმანული კონკურენტის, Mercedes-Benz-ის მოდელებში ვიხილოთ. Manager Magazin-ის თანახმად, ბრენდი BMW-სთან მოლაპარაკებებს 2027 წლის საწარმოო ხასისთვის, 4-ცილინდრიანი ძრავების შესასყიდად აწარმოებს.

Autocar-ის ცნობით, Mercedes-მა თავის ზოგიერთ მოდელში შესაძლოა BMW-ის 2-ლიტრიანი ტურბო ძრავის (B48) ვერსია გამოიყენოს. ეს ძრავა BMW-ის ბევრ სხვა მოდელში გვხვდება და ავსტრიაშია დამზადებული. ის გამოიყენება, როგორც დამუხტვად ჰიბრიდებში, ასევე მუშაობს, როგორც დიაპაზონის გამაფართოებელი. ის ასევე მოქნილია და ერგება სხვადასხვა მანქანის კონფიგურაციას, ამიტომ შეიძლება გამოდგეს Mercedes-ის ბევრ მცირე და საშუალო ზომის მოდელში.

თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი. არც BMW-ის და არც მის გერმანულ კონკურენტს ოფიციალური განცხადება ამ ეტაპისთვის არ გაუკეთებიათ.

თუმცა Mercedes-მა ახლახან წარადგინა თავისი 4-ცილინდრიანი, M252, რაც აჩენს გონივრულ კითხვას, თუ რაში სჭირდება კომპანიას კონკურენტის დახმარება. როგორც ამბობენ, აღნიშნული ძრავა არ არის შესაფერისი ჰიბრიდულ ტექნოლოგიასთან მუშაობისთვის და ის ჩინეთში იწარმოება, რაც აშშ-ში იმპორტირებული მოდელებისთვის პოტენციურად მაღალ ტარიფებს ნიშნავს.

Autocar-ის თანახმად, ამ მიზეზებისადა გამო, მომავალში შესაძლოა ამერიკაში, კომპანიების ერთობლივი ძრავების საწარმოც ვიხილოთ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები