აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, ავტოკოლექცია, ბიემვი ემ5 ე39, ფორდ ჯითი, ფერარი 550 მარანელო
Aa
Aa

ავტოფარეხში ათწლეულების განმავლობაში დამალული სამი უიშვიათესი მოდელი აღმოაჩინეს

სარდაფებსა და ავტოფარეხებში აღმოჩენილი ნივთები ყოველთვის საინტერესოა. ხშირად ისინი ათწლეულების განმავლობაში დამალულ საგანძურებს წარმოადგენენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მსგავსი შემთხვევის მომსწრენი გავხდით, ამერიკული ავტოკლასიკებიდან დაწყებული, ძველი სკოლის პიკაპებით დასრულებული.

უახლესი აღმოჩენა კი, უიშვიათესი და მაღალი ხარისხის მოდელების ერთგვარი ნაზავია. ეს კოლექცია ათწლეულების წინ მივიწყებული კოლექციაა, რომელიც ახლა უკვე კანადულ სადილეროს,  Silver Arrow Cars-ს გადაეცა. ნაპოვნ საგანძურს შორისაა Ferrari 550 Maranello-ს, E39 BMW M5-ის და 2006 წლის Ford GT-ს ხელუხლებელი ეგზემპლარები.

Silver Arrow Cars-მა მანქანების ფოტოები Instagram-გვერდზე გააზიარა. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილები წლების განმავლობაში კალიფორნიაში, ავტოფარეხში ინახებოდა და მხოლოდ ახლა  იხილეს დღის სინათლე. ავტომობილები ათწლეულების მტვრის ფენით იყო დაფარული.

აღმოჩნდა, რომ Ferrari 550 Maranello ხელუხლებელი 25 წლის განმავლობაში ინახებოდა. განსაცვიფრებელი Nart Blue ექსტერიერი, რუჯისფერ ტყავის სალონთანაა შერწყმული. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ავტომობილს მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრი აქვს გავლილი და კაპოტქვეში, 5.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავას მალავს, რომელიც 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ასევე შთამბეჭდავად არის შენახული 2002 წლის BMW E39 M5 - Carbon Black-ით, შავი ტყავის სალონით და ხის აქცენტებით. 4.9-ლიტრიანი v8 ძრავით აღჭურვილი m5 ქარხნულად 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამჟამად კი, ამ მოდელს 7 000 კილომეტრამდე აქვს დაფარული.

ახლადაღმოჩენილი კოლექციის ბოლო წარმომადგენელი კი 2006 წლის Ford GT-ია, რომელიც არსებითად ახალია. მას მხოლოდ 1 100 კილომეტრი აქვს გავლილი და Silver Arrow Cars-ის თანახმად, არასდროს ყოფილა რეგისტრირებული. მას აქვს ლეგენდარული წითელი საღებავი, რომელსაც ორმაგი თეთრი ზოლები და შავი ტყავის სალონი ემატება. მოდელის 5.4-ლიტრიანი V8 ძრავა, გამოშვებისას, 550 ცხენის ძალას აღწევდა.

საინტერესოა, რომ დაბალი გარბენის E39 M5 გამოჩენიდან მალევე გაიყიდა, თუმცა უცნობია თუ რა ფასად. Ferrari 550 Maranello-ს წინა ეგზემპლარები აუქციონზე 150 000-დან 250 000 დოლარამდე შეფასდა. ხოლო Ford GT, სავარაუდოდ, ნამდვილი სამკაულია, რადგან აუქციონზე მისი ხელუხლებელი ეგზემპლარები 700 000-დან 1 მილიონ დოლარამდეც კი გაყიდულა.

 

მსგავსი სიახლეები