კოლექცია, კადილაკი, შევროლეტი კორვეტი, დოჯი ჩარჯერი, ბიემვი 650
Aa
Aa

თქვენ რომელს აირჩევდით? | მამამ შვილს პირველი მანქანა თავისივე კოლექციიდან შეურჩია

ალბათ იშვიათად, რომ ვინმეს პირველ მანქანად Dodge Charger-ის ან Saab 9-3-ის მართვის სიამოვნება ჰქონდეს, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. მაგალითად ოკლაჰომაში მამამ შვილს საშუალება მისცა პირველი ავტომობილი მისივე კოლექციიდან ამოერჩია. ეს კოლექცია კი უბრალო არ გეგონოთ. ჯამში 20-ზე მეტი მანქანა, ძველი Cadillac-ებიდან დაწყებული თანამედროვე მაღალი ხარისხის მანქანებით დამთავრებული.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო Auto Auction Rebuilds-ის YouTube-არხმა გამოაქვეყნა. ავტომობილების გამოცდა კოლექციონერის შვილმა Saab 9-3 Aero-თი დაიწყო. ამ მანქანას ის მართვის მოწმობის აღებამდე, სავარჯიშოდ, ხშირად მართავდა. ასევე მისი განკარგულების ქვეშ იყო Mustang-ი, BMW 650-ი და Corvette, მათთან ერთად კი, Cadillac Coupe DeVille, Cadillac DTS, Corvette C4 და Ford Mustang V6.

მართალია მანქანების ნაწილს შეკეთება სჭირდება, ისინი მაინც მუშა მდგომარეობაშია. Corvette-ს არასტაბილური მუხრუჭები აქვს, ხოლო Mustang-ის შემთხვევაში, დროდადრო, კონდიციონერი არ მუშაობს. თუმცა მოზარდისთვის განსაკუთრებით საინტერესო Dodge Charger-ი აღმოჩნდა, თავისივე მახასიათებლებით: ოთხი კარი, დიდი საბარგული და Hemi V8 ძრავიდან წამოსული თითქმის 400 ცხენის ძალა.

თითოეული მოდელის მართვის შემდეგ, მოზარდმა პირველ მანქანად Dodge Charger R/T აირჩია. როგორც თავადაც აღნიშნა, ეს მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველი მისი V8 ძრავის გამო იყო და ასევე ზომის, რაც მანქანას იდეალურ ვარიანტად აქცევდა მეგობრების ტრანსპორტირებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები