საქართველო, ავტოექსპორტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა | რა ფასად ყიდის საქართველო ერთ ავტომობილს?

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 1.479 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები (ჯამში 60 442 ერთეული). ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები (სულ 57 323 ერთეული).

აღსანიშნავია, რომ რეექსპორტზე გასული ავტომობილების საექსპორტო ფასმა 17%-ით მოიმატა. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შარშან ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 20 807 დოლარი იყო, წელს კი 24 468 დოლარია. (ავტორის შენიშვნა: დათვლილია საშუალო ფასები და ერთი ერთეულის ფასი ავტომობილის მარკისა და წლოვანების მიხედვით შესაძლოა, ბევრად მეტი ან ნაკლები იყოს).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ ავტომობილების ექსპორტის კუთხით მთავარი სავაჭრო ბაზარი ყირგიზეთია. კერძოდ, წელს ყირგიზეთში 759.1 მილიონი დოლარის (23 624 ერთეული) ავტომობილები გავიდა. ამასთანავე, მხოლოდ ყირგიზეთში იანვარ-ივლისში წლიურად 40%-ით არის გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი. უფრო დეტალურად, შარშან შვიდ თვეში ექსპორტირებულია 538.8 მილიონი დოლარის (15 059 ავტომობილი).

2025 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემდეგ ხუთ ქვეყანაში გავიდა:

  • ყირგიზეთი - 759.1 მილიონი აშშ დოლარის 23 624 ერთეული;
  • ყაზახეთი - 426.2 მილიონი აშშ დოლარის 24 812 ერთეული;
  • აზერბაიჯანი - 142.5 მილიონი აშშ დოლარის 5 079 ერთეული;
  • ტაჯიკეთი - 48.3 მილიონი აშშ დოლარის 2 301 ერთეული;
  • სომხეთი - 31.2 მილიონი აშშ დოლარის 1 454 ერთეული.

 

წყარო - BPN.GE

მსგავსი სიახლეები