ტესტირება, საბურავები
Aa
Aa

საბურავების ტესტი | შოკისმომგვრელი განსხვავება იაფ და პრემიუმ ბრენდებს შორის

საბურავები ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. აქედან გამომდინარე, ალბათ სჯობს ყველა მძღოლმა თავი დაიზღვიოს და მათი არჩევისას, კომპრომისზე არ წავიდეს.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში საბურავები ტესტირებაა ნაჩვენები. ვიდეოში მარტივი დასანახია ის შოკისმომგვრელი განსხვავება, რომელიც იაფ და პრემიუმ ბრენდებს შორისაა. ვიდეოს ავტორებმა ერთმანეთს რვა იაფი საბურავი - Nankang Econex NA1, Davanti DX390, Winrun R330, Tomket Sport Series 1, King Meiler Sport 1 KM, Triangle SporteX TH201, Maxtrek MAXIMUS M1 და Double Coin DC9 - შეადარეს, ამავროულად კი, ხელმისაწვდომი ბრენდების საორიენტაციოდ Continental PremiumContact 7 გამოიყენეს.

როგორც წამყვანის განმარტავს, ეს იყო ტესტირება არამხოლოდ საუკეთესო საბურავის გამოსავლენად, არამედ იმისათვის, რომ ნათლად ეჩვენებინათ - რამდენად კარგად მუშაობს პრემიუმ საბურავი.

ტესტირება სველ ზედაპირზე დამუხრუჭების ჩვენებით დაიწყო, რომელშიც საორიენტაციოდ სწორედ პრემიუმ ხარისხის Continental Premium Contact 7-ის საბურავი გამოიყენეს. მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცადებს რვა დაბალბიუჯეტიანი ვარიანტი. შედეგებმა მნიშვნელოვანი განსხვავება აჩვენა. იაფ საბურავებს უფრო გრძელი დამუხრუჭების მანძილი ჰქონდათ და ნაკლებად პროგნოზირებადიც, რაც ავარიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

Continental Premium Contact 7-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა სველ ზედაპირზე მართვის შემთხვევაშიც. წამყვანის შეფასებით, პრემიუმ კლასის საბურავსა და საუკეთესო იაფ საბურავს შორის სხვაობა უფრო მცირე იყო, ვიდრე საუკეთესო და ყველაზე ცუდ იაფ საბურავებს შორის სხვაობა.

აღინიშნა, რომ Retreaded King Meiler, ბიუჯეტურ ვერსიებს შორის, საკმაოდ კარგად რეაგირებდა საჭის მართაზე, თუმცა მოგვანებით მასაც პრობლემები ექმნებოდა. Nankang-ის საბურავებს კი, მოხვევის პრობლემა ჰქონდათ. ყველაზე ცუდი შესრულების მქონე საბურავი Double Coin-ი აღმოჩნდა. თუმცა ყველაზე კარგად, სველ ზედაპირზე დამუხრუჭებისა და მართვის ტესტებმა აჩვენა ის, თუ რატომ ღირს პრემიუმ კლასის საბურავებში ინვესტირება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები