BMW-მ ლოგო შეცვალა | თუმცა ეს წესით ვერავინ შეამჩნია
მიუნხენის ავტოშოუზე BMW-მ ახალი SUV-ი, iX3 წარადგინა, რომლითაც ავტომწარმოებელმა თავისი ახალი დიზაინის ეპოქა, Neue Klasse დაიწყო. შედარებით მცირე ზომის ცხაურითა და შეცვლილი მაშუქებით, ახალი მოდელი ბრენდის 1970-80-იანი წლების კლასიკურ ავტომობილებსაც მოგვაგონებს. თუმცა ალბათ ამ მომენტში, ცოტამ თუ შეამჩნია ის, რომ BMW-მ თავისი საკულტო ლოგო ოდნავ, მაგრამ მაინც გადააკეთა.
რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს ცნობილ ლოგოზე, რომელიც ყველა Bimmer-ის წინა და უკანა მხარეს გვხვდება, ასევე საბურავების ცენტრალურ ნაწილსა და საჭეზე. საბედნიეროდ, დიზაინერებს მისი აწყობა ნულიდან არ დაუწყიათ და ახალი ვერსია უკვე არსებულზე დააფუძნეს. თუმცა მათ საკულტო ემბლემის დახვეწილი განახლება შემოგვთავაზეს, რაც მას უფრო თანამედროვე იერს ანიჭებს და iX3 ელექტრო SUV-ის ხაზსაც უფრო ერგება.
რა განსხვავებაა ძველ და ახალ ვერსიას შორის? - რეალურად, კვლავ ლურჯ-თეთრი პროპელერს ვხედავთ, რომელიც კომპანიის თვითმფრინავების მწარმოებლის წარსულს უკავშირდება და შავი რგოლითაა შემოსაზღვრული, რომელზეც მწარმოებლის ინიციალებია ამოტვიფრული.
თუმცა თუ ქვემოთ მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდებით, რომლებზეც BMW-ის ძველი და ახალი ლოგოებია შედარებული დაინახავთ, რომ 2026 წლის ვერსიას შედარებით ნაკლები ქრომი აქვს. გარე ქრომის რგოლი ორივეს აქვს, თუმცა ახალს შიდა ქრომის რგოლი, რომელიც შავ ნაწილს წინამორბედის ლურჯ-თეთრი პროპელერისგან ჰყოფს, გამოტოვებული აქვს. გაქრა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ქრომის ზოლები, რომლებიც ლურჯ და თეთრ ნაწილებს ჰყოფს. ასევე, როგორც ჩანს, ცალკეული „BMW“ ასოები ახლა უფრო თხელია, ხოლო ნიშანი უფრო ბრტყელია.
ცნობისთვის, BMW-მ თავისი ლოგო ხუთი წლის წინ გადააკეთა და მას უფრო თანამედროვე იერსახეც მისცა, თუმცა ახალი ვერსია მხოლოდ მარკეტინგულ აქტივობებში გამოიყენა. როგორც ცნობილია, ახალი ლოგო, რომელიც პირველად iX3-ზე ვიხილეთ, თანდათანობით BMW-ის ყველა ახალ ან განახლებულ ავტომობილზე გამოჩნდება.