ევროკავშირი, ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ბიუაიდი
Aa
Aa

ევროპელ მძღოლებს ამერიკულს, ჩინური ავტომობილების ყიდვა ურჩევნიათ | კვლევა

ბაზრის ანალიტიკური ფირმა Escalent-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანამხმად, ევროპის მსხვილ ქვეყნებში მყიდველთა 47%-ს ჩინური ავტომობილების შეძენა ურჩევნია, საპირისპიროდ 44%-ისა, რომლებიც ამერიკულ მანქანებს ამჯობინებენ. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა გასული წლის შემდეგ, როდესაც მძღოლთა მხოლოდ 31% აკეთებდა არჩევანს ჩინური ავტომობილების სასარგებლოდ.

დასკვნები მიუთითებს, რომ ჩინური ავტომწარმოებლები ევროპის ბაზარზე წინ სწრაფი ტემპით მიიწევენ. ამის სანაცვლოდ კი, ამერიკული ბრენდები პირიქით, პოზიციებს კარგავენ. კვლევა, რომლიც გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიას მოცავს აჩვენებს, რომ ჩინური ავტომწარმოებლები სტაბილურად აუმჯობესებენ თავიანთ რეპუტაციას მთელ ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური მანქანების მიმართ მომხმარებელთა ნდობა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია და მხოლოდ 19%-ს უტოლდება, ეს რიცხვიც შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი. მაშინ, მხოლოდ 12%-ს უდრიდა. ამავე პერიოდში კი, ამერიკული ავტომობილების მიმართ ნდობა 2024 წლის 31%-დან 2025 წელს 24%-მდეა დავარდნილი.

საინტერესოა, რომ Escalent-ის კვევით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ნდობის, ასევე შესყიდვის განხილვის მხრივ რეიტინგში ქულები დაკარგა.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელების არჩევანზე გავლენას უფრო მეტად ფასი ახდენს. რესპოდენტების 72%-ით თქმით, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ ჩინურ მოდელებს, თუ ის მათ ამჟამინდელ ავტომობილზე ნაკლები ღირს. მხოლოდ 13 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ჩინური ავტომობილის სანაცვლოდ დამატებითი თანხა გადაიხადონ. მაგალითად, BYD-ის ელექტრომობილისთვის, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი EV-ია.

 

მსგავსი სიახლეები