თბილისში საავტომობილო მოძრაობა კვლავ იზღუდება
სამგორის რაიონში, 18 სექტემბერს „ჰუალინგის“ დასახლებაში დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კი, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
ოფიციალური განცხადების თანახმად „შეზღუდვა სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს“.
შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით შეძლებენ.
ხოლო თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით შეძლებენ.