Audi-ს ჩინურმა ბრენდმა სულ რაღაც 30 წუთში 10 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო
არც ისე დიდი ხნის წინ, Audi-მ ჩინეთში ელექტრომობილების დამოუკიდებელი ბრენდი გაუშვა და AUDI დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაპირველად საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება ჩანდა, როგორც ჩანს მოგებიანია. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი შეკვეთებიდან ასე ჩანს.
კომპანიის განცხადებით, E5 Sportback-ზე შეკვეთების მიღება 18 აგვისტოს დაიწყო და სულ რაღაც ნახევარ საათში მათ 10 000-ზე მეტი ჯავშანი მიიღეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია ჩინური სტარტაპებისთვის, თუმცა არა ისეთი დიდხნიანი ბრენდისთვის, როგორიც Audi-ია. წინასწარ შეკვეთებზე მაღალი მოთხოვნა, სავარაუდოდ, მომავალშიც ელექტრომობილისადმი ინტერესის ზრდას გამოიწვევს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ შემკვთების ნაწილმა მოგვიანებით ჯავშანი გააუქმოს.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ მოიპოვა E5-მა ასეთი პოპულარობა, განსაკუთრებით კი, Audi-ის სახელქვეშ. მნიშნელოვანია ის ფაქტიც, რომ AUDI-ის ახალი მოდელის ფასი სულ რაღაც $33 100-დან იწყება. ამ თანხის სანაცვლოდ მფლობელები 76 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორულ ბლოკს, 295 ცხენის ძალის უკანა ძრავას და ერთი დამუხტვით, 618 კილომეტრის გავლის შესაძლებლობას მიიღებენ.
AUDI E5 Sportback-ის ინტერიერიც, ევროპის ქვეყნებში გაყიდული Audi-ის სხვა მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ის უფრო მეტად ჩინურ ელექტრომობილებს წააგავს. მოდელი 59-ინჩიანი ეკრანითაა წარმოდგენილი, რომელიც ხელსაწყოთა პანელზეა სრულად განთავსებული და ციფრული გვერდითი სარკეები ერთვის.
AUDI-ი სხვა მოდელებს შორისაა უკანაამძრავი Pioneer Plus-ი, 100 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორით, რომლის საწყისი ფასი $38 000-ია. ასევე 83 კვტ/სთ სიმძლავრის ბლოკით აღჭურვილი Pioneer Plus-ი, რომლის ორი ძრავა 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აქვეა Quattro, 100 კვტ/სთ აკუმულატორით. ეს უკანასკნელი 776 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ერთი დამუხტვით 647 კილომეტრს გადის და ამ მონაცემებით, მისი ფასი მხოლოდ $45 000-ია.