წყალბადის ძრავა, ბიემვი, ბიემვი იქს5, თანამედროვე ტექნოლოგიები, მომავლის საწვავი
Aa
Aa

ოფიციალურად | BMW X5 წყალბადის ძრავითაც გამოვა

გერმანული ავტომწარმოებელი BMW, თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული SUV-ისთვის ახალი თაობის მზადების პროცესშია. შენიღბული სატესტო მანქანების სურათები სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა. როგორც ჩანს, 2028 წლის BMW X5 რამდენიმე ვერსიად გამოვა, მათ შორის იქნება: პლაგ-ინ ჰიბრიდი, ბენზინზე, დიზელზე და წყალბადზე მომუშავე ძრავებით. 

შედეგად, iX5 Hydrogen ამ გერმანული ავტომწარმოებლისთვის პირველი სერიული ავტომობილი იქნება, აღჭურვილი წყალბადზე მომუშავე ძრავით. რეალურად, საწვავის უჯრედების გამოყენებას BMW თავის ავტომობილებში ბოლო წლები აქტიურად ტესტავდა - Toyota-სთან თანამშრომლობით შექმნილი ტექნოლოგიის გამოყენებით - თუმცა ახლა უკვე, ავსტრიის ქარხანაში სრული წარმოებისთვის მზადებას იწყებს.

„ახალი BMW X5-ის გამოშვებით, რომელსაც ძრავის რამდენიმე ვერსია აქვს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმყარებთ ჩვენს, როგორც საავტომობილი სამყაროში ტექნოლოგიური პიონერი პოზიციას. წყალბადი გლობალურ დეკარბონიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ ტექნოლოგიის განვითარების ერთგულნი ვრჩებით“, - ნათქვამია BMW-ის განცხადებაში.

BMW-ის თქმით, კომპანიის საპილოტე ფლოტის „გლობალური ტესტირება“ წარმატებით დასრულდა და წყალბადი, აუცილებელი ელემენტია იმ ამოცანისთვის, რომლისთვისაც  ბატარეაზე მომუშავე ელექტროძრავის სისტემები აბსოლუტური გადაწყვეტა არაა.

რაც შეეხება წყალბადის საწვავის სადგურების დეფიციტს: BMW-მ ასევე განაცხადა, რომ ის „აქტიურად არის ჩართული წყალბადის საწვავის შევსების ქსელის გაფართოების მცდელობებში“ - HyMoS (Hydrogen Mobility at Scale) ინიციატივის მეშვეობით - და ეს პრობლემა მომავალში მოგვარდება.

 

მსგავსი სიახლეები