მფლობელმა „იაფიანი“ G-Wagen-ი, ფასის გასაზრდელად, Louis Vuitton-ის ჩანთებში შეფუთა
იუთუბერმა Yiannimize-მა, თავის თანამოაზრე კონტენტკრეატორ Mo Vlogs-თან ვიზიტისას, მისი წარმოუდგენელი ავტომობილების კოლექცია დაათვალიერა. ავტოფარეხში კი ერთი, შედარებით იაფიანი G-Wagen-იც აღმოაჩინა, რომელიც Louis Vuitton-ის დიზაინში იყო შეფუთული.
თუმცა G-Wagen-ის პოვნამდე, მისი ყურადღება სხვა ავტომობილებმაც მიიქცია და იმ ფაქტმა, რომ ავტოფარეხის დიდი ნაწილი იისფერია. მათ შორისაა Bentley, Bentayga, Ferrari თუ SLS. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ იუთუბერმა თავისი G-Wagen-ით გააკეთა.
იუთუბერმა, უბრალოდ, თავისი Louis Vuitton-ის $100 000-იანი ჩანთების კოლექცია აიღო, დაანაწევრა და შესაფუთ მასალად აქცია. ამ გადაწყვეტილების აღსრულებისას, თვალიც არ დაუხამხამებია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქმე არც ნამდვილ Mercedes-ის SUV-თან გვაქვს. რეალურად ეს Suzuki Jiminy-ია, რომელიც G-Wagen-ის სტილში გადაკეთდა.
„იცით, რა ღირს ეს მოდელი ახლა“, - იკითხა იუთუბერმა. „Louis Vuitton G-Wagen-ის გაყიდვას ახლა ორმაგ ფასადაც კი შევძლებ“.
მიუხედავად იმისა, რომ Louis Vuitton-ი, ავტომობილის მოდიფიცირების შემდეგ, მას არ დაჰკავშირებია, იუთუბერს მაინც ჰგონია, რომ მოდის სახლს მისი „შემოქმედება“ მოეწონებოდა. თუმცა ამის დაზუსტებით თქმა მაინც რთულია. რთული სათქმელია ისიც, საქმე ავტომობილის "გაფუჭებასთან" გვაქვს, თუ ჩანთების.