Porsche-მ შიგა წვის ძრავების შენარჩუნების ახალ გზას მიაგნო
წლებია ავტოინდუსტრია ელექტრიფიკაციისკენ მიიწევს, თუმცა Porsche აშკარად ცდილობს შიგა წვის ძრავებისთვის ადგილი შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ ახალი ტექნოლოგია დააპატენტა - სისტემა, რომელიც წყლის ინიექციას ძრავის უკეთ გასაციებლად, უფრო ეფექტიანად და უსაფრთხოდ სამუშაოდ იყენებს. ეს არა მხოლოდ ძველი მეთოდის განახლება, არამედ ინჟინრული ნაბიჯია, რომელიც შიგა წვის ძრავების სტანდარტებთან შესაბამისობას მომავალშიც შეინარჩუნებს.
რაც ნამდვილად იპყრობს ყურადღებას არის ის, რომ პატენტი აღწერს წყლის ინიექციის სისტემას, რომელიც შექმნილია ჰიბრიდული, უკანა ძრავიანი მანქანისთვის - ეს კი, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ Porsche ახალი მიდგომით კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

წყლის შეფრქვევა ჰაერის შემშვებში პაწაწინა წვეთების შესხურებით მუშაობს. როდესაც წყალი ორთქლდება, ის შლის სითბოს, რაც შემშვებ მუხტს აგრილებს და დეტონაციის მიმართ მდგრადს ხდის. თუმცა გამართულად მუშაობისთვის, სისტემა სრულყოფილი უნდა იყოს: აუცილებელია წყლის მცირე რაოდენობა და დეტონაცია. სხვა შემთხვევაში ძრავა შესაძლოა განადგურდეს. არსებული სისტემები წყლის ნაკადის შესამოწმებლად წნევის სენსორებს იყენებენ, თუმცა წყლის შესხურება აუცილებელი მოთხოვნაა - და ამას ყოველთვის უსაფრთხოდ ვერ შეძლებ.

Porsche-ს მიდგომა უფრო ჭკვიანურია: მაღალი ბრუნვის სიჩქარე და მაღალი დატვირთვა იდეალური ტესტირების პირობებია, თუმცა ამ პირობების შექმნა ჰიბრიდულ ძრავას ადამიანური ჩარევის გარეშე, ხელოვნურადაც შეუძლია. ძრავის სიჩქარე და მაბრუნი მომენტი კი, მოთხოვნის შესაბამისადაც იზრდება, მაშინ როდესაც ავტომობილი გაჩერებულია. გამოდის, რომ უსაფრთხო დიაგნოსტიკის ჩატარება სერვისისა და წარმოების დროსაც შესაძლებელია.
ეს მიდგომა შიგა წვის ძრავებს ბევრად უფრო უსაფრთხოს, მძლავრსა და სუფთას გახდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სისტემას წყლის ხელახლა თავადვე შევსება არ შეუძლია, ეს მომავალში დაიხვეწება. მანამდე კი, Porsche პატენტზე მუშაობას აგრძელებს.