Kia, უკან გაწვევა, კია, Kia K5
Aa
Aa

შესაძლოა, საწვავის ავზი დადნეს | Kia 250 000 სედანს უკან გაიწვევს

Kia-ს სედანი K5 მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამის მიზეზი საწვავის ავზის ტექნიკური ხარვეზია, რომელმაც, შესაძლოა, აალება გამოიწვიოს. ამ რისკის გამო, Kia 250 547 ავტომობილს შესაკეთებლად უკან გაიწვევს.

სამყაროში, რომელშიც ფორდი არსებობს, უკან გაწვევა, ალბათ, არავის უკვირს, თუმცა ამ შემთხვევაში, მიზეზი იმდენად საშიშად ჟღერს, რომ ამერიკაში წარმოებული უახლესი K5-ის მფლობელები, ალბათ სამართლიანად უნდა დაიძაბონ.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში შესული დოკუმენტაციის თანახმად, პრობლემა წვის სისტემის გაქრევის კონტროლის უკუსარქველს აქვს. 

კონკრეტულ ავტომობილებზე, შემშვები კოლექტორიდან, შესაძლოა, აირები მაღალი წნევით საწვავის ავზში გაიფრქვეს. ეს თუ მოხდება, საწვავის ავზი გაიბერება, ზომაში გაიზრდება, შეეხება გახურებულ გამოსაბოლქვს და დადნება — ეს კი ძააააალიან საშიშია.

Kia აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როცა მიიღეს საჩივრები დაღვრილ საწვავთან, ან სალონში საწვავის სუნთან დაკავშირებით. ინჟინრებმა ავტომობილი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ავზში მაღალი წნევის დაგროვების რისკი ნამდვილად არსებობს.  

უკან გაწვევა ჯორჯიის შტატში 2021-2025 წლებში აწყობილ K5 მოდელებს შეეხო, თუმცა მხოლოდ იმათ, რომლებიც 1.6-ლიტრიანი T-GDI ტურბინიანი ძრავით არიან აღჭურვილი. 

მფლობელები შეტყობინებას 2026 წლის იანვარში მიიღებენ, რის შემდეგაც შეეძლებათ, სადილეროში ვიზიტი დაგეგმონ, სადაც მათ ავტომობილს უფასოდ შეამოწმებენ, საჭიროების შემთხვევაში კი ხარვეზს მოუგვარებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები