Jeep, ჯიპი, ჯიპ გლადიატორი, ვილისი, Jeep Gladiator
Aa
Aa

Jeep Gladiator-ის სპეციალური გამოშვება ლეგენდარულ Willys-ს მიეძღვნა

მიმდინარე თვის დასაწყისში, Jeep-მა ახალთახალი, 2026 წლის Wrangler წარმოგვიდგინა, ამჯერად კი მოვიდა დრო, რომ მზის სინათლე კიდევ ერთმა მოდელმა, Gladiator-მა იხილოს. გლადიატორში არაერთი მცირე სიახლეა შეტანილი, თუმცა ამერიკული ბრენდის მოყვარულებისთვის განსაკუთრების სასიამოვნო ალბათ ისაა, რომ კომპანია სპეციალური გამოშვებით მოდელს მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარულ „ვილისს“ დაამსგავსებს.

Gladiator Willys '41 ინსპირაციას Kaiser Jeep M715-დან იღებს, რომელიც 1967 წელს გამოვიდა. ეს სამხედრო თემატიკის მატარებელი მოდელია, რომელსაც ფოლადის ბამპერი და უნიკალური, ზეთისხილისფერი, 17-დუიმიანი დისკები აქვს. 

მყიდველები მიიღებენ Mojave-ს კაპოტსა და სპეციალურ გაფორმებებსაც. ინტერიერიც კამუფლაჟის ფერებშია გადაწყვეტილი, რაც ავტომობილს კიდევ უფრო ვინტაჟურ იერს სძენს.  

მსურველებს, Gladiator Willys-ში, დაახლოებით, 50 000 დოლარის გადახდა მოუწევთ. კომპანიამ შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. რაც შეეხება ზოგად განახლებებს — 2026 წლის გლადიატორს კარის ახალი ანჯამები ექნება, რომლებიც მცირე ხნის წინ Wragler-ზე ვიხილეთ. ეს, სურვილის შემთხვევაში, კარების მოხსნას ბევრად გაამარტივებს. 


ცვლილებები რევოლუციური ნამდვილად არ არის — მძღოლები კაპოტის ქვეშ კარგად ნაცნობ 3.6-ლიტრიან Pentastar V6-ს აღმოაჩენენ, რომელიც 285 ცხენის ძალასა და 352 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს სიმძლავრე ოთხივე თვალს 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. ეს მონაცემი აძლევს სატვირთო ავტომობილს საშუალებას, რომ 3.5 ტონიანი ტვირთი ჩაიბას და ქალაქში გავლილ ყოველ 100 კილომეტრზე 13.8, ხოლო მაგისტრალზე 10.7 ლიტრი საწვავი მოიხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები