BMW, ელექტრომობილი, ელექტრომობილები, BMW iX3, ბეემვე
Aa
Aa

BMW iX3-მა ერთი დამუხტვით ოფიციალურ ლიმიტზე 200 კილომეტრით მეტი გაიარა

BMW-ს ელექტრომობილების პროექტი ნამდილვად კარგად მიდის — ამის მორიგი დასტური მე-2 თაობის iX3-ია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ქაღალდზე, კომპანიის ცნობით, ავტომობილმა ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 800კმ უნდა გაიაროს, თუმცა რეალურ, ტრასის ტესტზე, iX3-მა ამ მოლოდინებსაც გადააჭარბა. 

ელექტრო SUV-მ შეძლო და მუხტის საბოლოოდ დაკარგვამდე 1000კმ-ზე ოდნავ მეტი გაიარა. თანაც, ეს რომელიმე იუთუბერის არაოფიციალური ტესტი არ ყოფილა. საკუთარი ავტომობილი თავად BMW-ის გუნდმა გამოცადა — iX3 დებრეცენის ქარხნიდან (სადაც ეს მოდელი ააწყვეს) დაიძრა და მიუნხენისკენ, ავტომწარმოებლის სახლისკენ გაეშურა. 

გუნდმა დანიშნულების ადგილს, რომელიც დებრეცენს 1007.7 კილომეტრითაა დაშორებული, ერთი დამუხტვით მიაღწია — ეს ყველაფერი არ არის, ბატარეა ბოლომდე არ დაცლილა — დარჩენილი 2%-ით დამატებით 20კმ-ის გავლა მაინც შეიძლებოდა. 

მაინცდამაინც აღტაცება ნუ შეგიპყრობთ — ტესტერებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები მუხტი დაეხარჯათ. მაგალითად, თავიდან აირიდეს ავტობანები და შედარებით დაბალსიჩქარიან გზებზე გადაადგილდნენ. დამატებით, ელექტრომობილი შედარებით პატარა ზომის, 20-დუიმიანი დისკებით იყო აღჭურვილი. ასევე, გუნდს არ გამოუყენებია გათბობა, გაგრილება ან აუდიო-სისტემა, რათა ენერგია მაქსიმალურად დაზოგილიყო.

ტესტში გამოყენებული BMW iX3 50 xDrive-ს ორი ელექტრო ძრავა აქვს, რომლებიც 463 ცხენის ძალასა და 645 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებენ, რაც ნიშნავს, რომ 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, ავტომობილს, სულ რაღაც, 4.7 წამი სჭირდება. 

მსგავსი სიახლეები