ელექტრომობილი, პორშე, პორშე კაიენი, პორშე კაიენი ტურბო ელექტრიკი
Aa
Aa

ყველა დროის ყველაზე მძლავრი Porsche უკვე აქ არის | თუმცა, ის ელექტროა

Porsche ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვას განაგრძობს და ცოტა ხნის წინ უახლესი Cayenne წარადგინა, რომელიც როგორც ამბობს ავტომწარმოებლის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელია. 2026 წლის Cayenne ორ ვერსიად გამოვა: სტანდარტული, Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric. არ მოგესმათ, Porsche ელექტრომობილების დასახელებებში Turbo-ს იყენებს და მომხმარებლებსაც, როგორც ჩანს ეს მოსწონთ.

სტანდარტული ვერსია 435 ცხენის ძალას და 830 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ორძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. Cayenne Turbo Electric კი სულ სხვა პლანეტაზეა. სტანდარტული მართვისას 844 ცხენის ძალას, ლანჩკონტროლზე კი, 1 139 ცხენის ძალას და 1 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Porsche-ს მტკიცებით, სუპერქარი 0-დან 100-მდე 2.4 წამში ჩქარდება.

ორივე მოდელს სტანდარტულად Porsche Active Suspension Management მოჰყვება. Turbo ასევე მოიცავს Torque Vectoring Plus-ს, ხოლო უკანა ღერძის საჭე და გაფართოებული Active Ride დაკიდების სისტემა არჩევითია. Active Ride რეჟიმი, ამ მოდელმა Taycan-დან და Panamera-დან მიიღო.

სიმძლავრეზე საუბრისას უნდა ვახსენოთ, ელექტრომობილის 113 კვტ/სთ-ის ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა, რომელიც 400 კვტ-ით დამუხტვის საშუალებას იძლევა. შედეგად, ელექტრომობილი 10-დან 80%-მდე 16 წუთში იმუხტება.

რაც შეეხება ამ მოდელის ვიზუალურ მახასიათებლებს, ამ მხრივ Porsche-ს ძლევამოსილი EV უფრო Macan-ს მოგვაგონებს, ვიდრე ტრადიციულ ბენზინზე მომუშავე Cayenne-ს. სალონში 14.3-ინჩიანი OLED პანელი, მოხრილი ცენტრალური OLED პანელი და სურვილისამებრ 14.9-ინჩიანი დისპლეი დაგხვდებათ. თითქმის ყველაფერი ციფრულია, ხმისა და HVAC-ის გარდა.

რაც შეეხება ღირებულებას: 2026 წლის უახლესი Cayenne-ის შეძენა $111 350-ად შეგეძლებათ, თუმცა Cayenne Turbo Electric-ის ფასი $165,350-დან იწყება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები