Mercedes-ისა და BMW-ის სადილეროებში Range Rover-ით მისულმა პირმა 70-მდე მანქანა დააზიანა
ორეგონის შტატში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ათეულობით მდიდრული ავტომობილის დაზიანება ედება. საქმე დაახლოებით 70 მანქანას ეხება, მათ შორის რამდენიმე სადილეროსა და გზებზეც კი. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
საპატრულო დეპარტამენტის ცნობით, პირველი ინციდენტი 11 სექტემბერს დაფიქსირდა. სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს პირი, რომელიც ხელისუფლების აზრით, მხოლოდ Mercedes & Acura-ს 35 ავტომობილის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი. გამომძიებლების ვარაუდით, პირმა მხოლოდ ერთ ღამეში $58 000-ის ზარალი გამოიწვია.
KOIN-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს როგორ შედის პირი Range Rover Evoque-ით ავტოსადგომზე. მძღოლი, ამის შემდგომ უკვე სადილეროდან გამოდის და გზად, მანქანების საბურავებს ჭრის. როგორც ჩანს, ამ ავტომობილების უმრავლესობა ადგილობრივ მომხმარებლებს ეკუთვნოდა. თუმცა მოვლენები მხოლოდ მაშინ გამწვავდა, როდესაც სამი დღის შემდეგ, მსგავსი სცენარი BMW-ში განვითარდა.
ამჯერად კი, დამნაშავემ 35 სხვა მანქანა დააზიანა, თუმცა მიყენებულმა ზიანმა $100 000-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, ოფიცრები თვლიან, რომ სადილეროების გარეთ ეჭვმიტანილს სულ მცირე 20 მსხვერპლიც ჰყავს.
პოლიციამ მალევე დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და კრიმინალური დანაშაულის ინციდენტებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილზე უკვე გაცემული იყო ორდერი. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება.