სასამართლო, ამერიკის შეერთებული შტატები
Aa
Aa

ამერიკის პირველი პირის ვერტმფრენისთვის ლაზერის დამიზნებაში ბრალდებული დააკავეს

დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალი Marine One-ის ვერტმფრენზე ლაზერული მოწყობილობის დამიზნებაში ედება. საქმე იმაშია, რომ ამ ბორტზე, სხვა პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი იმყოფებოდა.

ბრალდებული ჯეიკობ სამუელ ვინკლერია, ვაშინგტონში მცხოვრები 33 წლის პირი, რომელსაც სამართალდამცველები სხვის თვითმფრინავზე, ლაზერული მოწყობილობის დამიზნებას ედავებიან. ვილკნერს მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამომძიებლების ინფორმაციით, Marine One შაბათს თეთრი სახლის მახლობლად მოძრაობდა, რა დროსაც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საპატრულო ოფიცერმა შენიშნა. ოფიცრის ინფორმაციით, ვინკლერი, რომელიც ტროტუარზე შიშველი მიდიოდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ვერტმფრენს ლაზერს უმიზნებდა.

ოფიცერმა პირს ფანარი მიანათა, ხოლო მან ოფიცერს სახეზე წითელი ლაზერული სხივის დამიზნებით უპასუხა. როგორც ბრალდებაში ვკითხულობთ, ვალკნერმა ამ ქმედებით ოფიცრისთვის ორიენტაციის გარკვევაში ხელის შეშლა სცადა. ვერტმფრენზე ლაზერით დამიზნების მიზანი კი, პილოტის ლაზერით დაბრმავება იყო. ეს კი, ვერტმფრენის ჩამოვარდნით შეიძლება დასრულებულიყო.

„ეს საქციელი საფრთხეს უქმნის საზღვაო ქვეითთა ​​​​საჰაერო ხომალდს და ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს“, - ნათქვამია განცხადებაში. „იმავეს გამეორების შემთხვევაში, თქვენ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებით“.

ვილკნერის მტკიცებით, ის ქუჩაში სიარულის დროს ლაზერს უბრალოდ სხვადასხვა ობიექტებს ანათებდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მას საზღვაო ქვეითთა ​​​​საჰაერო ხომალდს უმიზნებდა. თუმცა გამომძიებლებმა მის საკუთრებაში არსებული პატარა დანაც აღმოაჩინეს, რაც მას ბრალს კიდევ უფრო დაუმძიმებს.

 

მსგავსი სიახლეები