რეალური განსხვავება | ერთი წლით ელექტრომობილის დამუხტვასა და ბენზინის მოხმარებას შორის
Tesla Model 3-ის მფლობელმა, ელექტრომობილით სარგებლობიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, თავისი EV-ის დამუხტვისა და ტრადიციული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯი შეადარა. შედეგები განსაცვიფრებელი გამოდგა.
როგორც ელექტრომობილების მფლობელმა იუთუბერმა EV Kiwis-მა თავისივე ვიდეოში თქვა, პირველი, რაც მას ელექტრომობილის შესახებ ჰკითხეს, ავტომობილის ხარჯები იყო. ამ შემთხვევაში კი, მისი განსხვავება თვალშისაცემი იყო. Tesla Model 3-ის შეძენის შემდეგ, EV-ის მფლობელმა 13 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. ეს ერთი შეხედვით ბევრი არაა, თუმცა დამუხტვის ხარჯების გასაგებაც საკმარისი.
მეტი კონკრეტიკისთვის უნდა ითქვას, რომ იუთუბერი თავის ელექტრომობილს უმეტესად სახლში მუხტავდა და ნაკლებად, საჯარო სადგურებზე. სახლში ელექტრომობილის ღამით, დამუხტვამ კი, მას ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა.
საერთო ჯამში, სახლში დამუხტვა მთლიანი მაჩვენებლის 56%-ს შეადგენდა, ხოლო ამ დამუხტვიდან 93% პიკის საათების მიღმა ხდებოდა. საერთო ჯამში, სახლში დამუხტვა იუთუბერს 170 აშშ დოლარი დაუჯდა. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადზე 14.25 აშშ დოლარი.
„გულწრფელად გეტყვით, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ თუ რამდენად არარეალურად ჟღერს ეს ყველაფერი. მანამდე საწვავში დაახლოებით 41 აშშ დოლარს ვიხდიდით“, - თქვა იუთუბერმა.
რაც შეეხება საჯარო დასამუხტ სადგურებს, მან პირველ წელს, დაახლოებით 1 500 კილომეტრზე, უფასო დამუხტვის შესაძლებლობა ჰქონდა. სხვა შემთხვევებში კი, წლის განმავლობაში დაახლოებით $114.58 დახარჯა. გამოდის, რომ საერთო ჯამში, ელექტრომობილის დამუხტვაში მას $258.54 ეყო.
რა ეღირებოდა ამ დროს ბენზინი? - ვიდეოს გადაღების დროს, ახალ ზელანდიაში ბენზინი ლიტრზე დაახლოებით 2.77 დოლარი ღირდა. აშშ-ში იგივე მონაცემი გალონზე 6.67 აშშ დოლარი იქნებოდა. თუ მფლობელი ბენზინზე მომუშავე ავტომობილით იმდენივე კილომეტრს დაფარავდა, მაშინ, მანქანის მართვა 2 165 აშშ დოლარი დაუჯდებოდა.