იუთუბერი, მიტოვოებული მანქანები, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი, დოჯი ჩელენჯერი ჰელქეთი
Aa
Aa

$500-ად საწყობი იყიდა | და იქ, ეს საოცარი ავტომობილი დახვდა

მაშინ, როდესაც „იდუმალ“ და თითქოს მიტოვებულ საწყობს ყიდულობ, ალბათ იშვიათად ელოდები, რომ ამ საწყობში წარმოუდგენლად საინტერესო სიურპრიზი დაგხვდება. თუმცა, „რა არის ცხოვრება, ცოტაოდენო რისკის გარეშე“? ფაქტია, ჩვენი ისტორიის გმირს ძალიან გაუმართლა და ერთი უბრალო საწყობის ყიდვით, დიდი ჯეკპოტიც მოიგო. ეს ჯეკპოტი კი, არც მეტი არც ნაკლები, Dodge Challenger Hellcat-ია.

Instagram-ის მომხმარებელმა, სახელად blacksvq-მა, Dodge Challenger Hellcat-ი წითელი საწყობის კარის უკან იპოვა. ამერიკული muscle car-ი მთლიანად მტვერში იყო დაფარული, თუმცა მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდა და რაც მთავარია, მისი ძრავაც მწყობრში გახლდათ. მანქანა პირველივე მცდელობისას დაიქოქა და წარსულის მსგავსად ჟღერდა.

საინტერესოა, რომ პირი, რომელმაც $500-იანი საწყობი შეიძინა, სპორტქარების ენთუზიასტია. სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომელშიც თავის იდეალურ Infiniti G37S-ს მართავს. ეს უახლესი აღმოჩენა კი, მისი ავტოკოლექციის მნიშვნელოვანი შენამატია. ბევრმა ამ აღმოჩენის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშაც კი დააყენა, თუმცა ერთი რამ ფაქტია - ეს ამერიკული მოდელი გალიაში ყოფნას არ იმსახურებს და რაც შეიძლება სწრაფად, გზებზე უნდა დაბრუნდეს.

ეს პირველი შემთხვევა სულაც არაა, როდესაც Dodge საწყობში მიტოვებული იპოვეს. ასევე, წარსულში სავალალო მდგომარეობაში მყოფი Ram 1500-ის აღმოჩენის ფაქტიც გვახსოვს. ამის მიუხედავადაც, Ram 1500-ის აღდგენა და გზებზე დაბრუნება ძალიან მარტივად მოხდა, რაც ამ Challenger-ისთვისაც იმედს გვიტოვებს.

მსგავსი სიახლეები