მეორადი ავტომობილები, დაზიანებული მანქანა, პორშე 911, პორშე
Aa
Aa

„იგივე არ გაიმეროთ“ | მამაკაცმა ელვისგან დაზიანებული Porsche 911 შეიძინა

ქარიშხლის დროს განადგურებული მანქანა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ელვა დაეცა, ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე პირმა „მეორადი ნივთების აუქციონზე“ შეიძინა. ეს დაზიანებული მანქანა კი, არც მეტი არც ნაკლები Porsche 911-ია. თითქოს მამაკაცის გადაწყვეტილება გასაკვირი აღარ უნდა იყოს, მაგრამ რეალურად, ეს შესყიდვა მას დიდ თავის ტკივილად ექცა.

როგორც გითხარით, რუან შნაიდერმა Porsche 911 მეორადი ნივთების აუქციონზე შეიძინა. თუმცა საქმე იმაშია, რომ ავტომობილის დახასიათებაში ელვით მიღებულ დაზიანებებზე არაფერი იყო ნახსენები. ახალ მფლობელს კი, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა - საბაზისო სამუშაოებით დაწყებული, საწვავის სისტემის შეკეთებით დასრულებული. მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხა შნაიდერმა Porsche-ს ძრავის ამოქმედება, თუმცა მანქანა მოძრაობაზე მაინც „უარს აცხადებდა“.

ტესტირების დროს მართვის ბლოკი გადახურდა, ხოლო დიაგნოსტიკა გადაცემათა კოლოფის პრობლემაზე მიუთითებდა. სკამ-ტესტირებამ აჩვენა, რომ ავტომობილი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით დენს მოიხმარდა, რაც შიდა გაუმართაობისთვისაა დამახასიათებელი. მის გარეშე, გადაცემათა კოლოფი ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს ბორბლებისკენ ვერ უშვებდა.

Porsche-ს დილერებთან გასაუბრების შემდეგ, შნაიდერმა გადაცემათა კოლოფის სრულად შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა ეს თითქმის 20 000 აშშ დოლარი უჯდებოდა. ამ დროს კი, გადაცემათა კოლოფში მხოლოდ სენსორი იყო დაზიანებული. საბედნიეროდ, დამოუკიდებელმა სადილეროებმა Porsche-ს ახალ მფლობელს ალტერნატივა შესთავაზეს. მხოლოდ სენსორების ჩანაცვლება დაახლოებით 1 000 დოლარად იყო შესაძლებელი, რაც ნამდვილად კარგი შეღავათია.

თუმცა, „გადარჩენის“ მიუხედავადაც, ეს ისტორია ერთგვარ გაფრთხილებად იქცა მძღოლებისთვის, რომლებიც მანქანის შესაძენად ხშირად მეორად ბაზარს მიმართავენ. გამოდის, რომ ისეთი მოდელის შემთხვევაშიც კი, როგორიც 911-ია, რისკები საკმაოდ მაღალია და თან, ძალიან ხარჯიანიც.

 

მსგავსი სიახლეები