გამონაბოლქვი, ელექტრომობილები, ტოიოტა, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

„წმინდა გრაალი“ | Toyota რევოლუციურ ელექტრომობილს ამზადებს

Toyota რევოლუციური ელექტრომობილის წარდგენისთვის ემზადება, რომელსაც როგორც ამბობენ, EV-ების მომავლის სრულად შეცვლა შეუძლია. იაპონური ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ პირველ, სრულად ნახევარგამტარულ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილს 2027 წელს გამოუშვებს.

ელექტრომობილების ამ ტექნოლოგიას „წმინდა გრაალს“ უწოდებენ. არსებული პროგნოზებით, მსგავსი ტიპის ელემენტებს შესაძლოა ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდეთ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით, რომლებიც ამჟამად ელექტრომობილებში გამოიყენება.

მაშინ, როდესაც საქმე ბენზინზე მომუშავე ავტომობილებიდან სრულად ელექტრომობილებზე გადასვლას ეხება, მთავარი პრობლემა რომელსაც მძღოლები აწყდებიან EV-ების დამუხტვაა. ამის გამოსწორება კი, სწორედ ნახევარგამტარულ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილით შეიძლება.

რთული მისახვედრი არაა, რომ მსგავსი ტიპის მიდგომა ელექტრომობილებში უფრო დიდ დიაპაზონს, სწრაფ დამუხტვას და ამასთან ერთად, ავტომობილის სასაცოცხლო პერიოდის გახანგრძლივებასაც უზრუნველყოფს. ამისათვის, ე,წ. „მყარი“ მდგომარეობის აკუმულატორი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში არსებული თხევადი ელექტროლიტების ნაცვლად მყარ ელექტროლიტებს იყენებს.

მყარი ელექტროლიტები ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობენ და ამავდროულად, მაღალი ტემპერატურასა და ძაბვასაც ლითიუმ-იონურ ანალოგებთან შედარებით უკეთესად მართავენ. რეალურად Toyota ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე უკვე წლებია მუშაობს, თუმცა ახლა კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და აკუმულატორების წარმოებაზე Sumitomo Metal Mining Co-სთან ხელშეკრულება გააფორმა. სწორედ ამ პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ, Toyota-მ რევოლუციური მოდელის 2026 წლისთვის გამოშვებაც დააანონსა.

 

მსგავსი სიახლეები