მოტოციკლი, ფორდი, ტოიოტა, ვოლვო, ლექსუს ელეფეი, იამაჰა, იაპონიის ავტოშოუ
Aa
Aa

Yamaha ავტოწარმოებაში ბრუნდება? | რას წარადგენს კომპანია Japan Mobility Show-ზე?

მიუხედავად იმისა, რომ Yamaha-მ მსოფლიოში საუკეთესო მოტოციკლების შექმნელის სტატუსი დიდი ხანია გაიმყარა, საავტომობილო სამყაროში მისი მიღწევები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ეს კი დასანანია, რადგან რომ არა Yamaha, ჩვენ დღეს შესაძლოა ისეთი ლეგენდარული ძრავები არ გვქონოდა, როგორებიც Toyota-ს 4A-GE და 2ZZ-GE, Lexus LFA-ს V10, Ford-ის Taurus SHO V6 და თუნდაც Volvo-ს 4.4 ლიტრიანი V8 გახლავთ.

თუმცა ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს, რადგან იაპონური ბრენდი ტოკიოში გასამართი Japan Mobility Show-სთვის ემზადება. ღონისძიებაზე კი, საბორბლიან ტრიციკლს წარადგენს, რომელიც Morgan-სა და Polaris Slingshot-ს შორის ნაჯვარს წააგავს.

პროექტი, სახელწოდებით Tricera, კომპანიამ პირველად სამი წლის წინ, ელეგანტური კონცეფციით წარადგინა. მას შემდეგ სამბორბლიანი მოტოციკლის დიზაინი განავითარა და ახლა ბევრად უფრო შესაფერისიცაა, საჯარო გზებზე დასატესტად. თუმცა მოლოდინების დამყარება ჯერ ადრეა, რადგან Yamaha-ს ოფიციალურად მისი მასობრივი წარმოება ან გაყიდვაში ჩაშვება არ დაუდასტურებია.

Tricera-ს დიზაინი გარკვეულად Yamaha-ს მოტოციკლების ამჟამინდელი ხაზის მსგავსია - მათ შორის წრიული ფარებით და ორი პატარა ზომის DRL-ით, რომლებიც ფასადზე ჰორიზონტალურად მოძრაობენ. ამას დამატებული კომპლექსური ცხვირი და პატარა ზომის თაღები, წინა ბორბლებზე. ინტერიერიც ახლა საჯარო გზებისთვის ბევრად კომფორტულია, აღჭურვილია მუქი წითელი სავარძლებით, საჭით და ოქროსფერი გადართვის მექანიზმებით.

Tricera ელექტროძრავის გამოყენებით მუშაობს, თუმცა მისი სიმძლავრე უცნობია. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ Yamaha-მ სამბორბლიანი საჭის სისტემა შეიმუშავა. მიზანი? – „მანქანასა და მძღოლს შორის ერთიანობის სრულიად ახალი დონის შექმნა“.

კომპანიამ ავტომობილი ადაპტური ხმის მოწყობილობითაც აღჭურვა, რომელიც ელექტროძრავის ჟღერადობის ტონს ცვლისდა სენსორულ ჩართულობასაც ამატებს - სწორედ იმას, რაც ელექტრომობილებს ხშირად აკლიათ. თუმცა ეს ყველაგერი არაა. Tricera-სთან ერთად, Yamaha ტოკიოს შოუზე კიდევ რამდენიმე ინოვაციას წარმოადგენს. მათ შორისაა Motoroid, ორბორბლიანი კონცეფცია, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებს მოგაგონებთ და Proto BEV, სრულიად ელექტრო სპორტული მოტოციკლის კონცეფცია, რომელიც Yamaha-ს ელექტრო დიზაინის ახალ ენას წარმოგვიდგენს.

 

მსგავსი სიახლეები