Ford Transit-ის ახალ Trail მოდელს Raptor-ის მსგავსი ცხაურა აქვს
Aa
Aa

Ford Transit-ის ახალ Trail მოდელს Raptor-ის მსგავსი ცხაურა აქვს

Ford-მა Transit-ის ხაზი განაახლა.

Ford Transit-ისა და Transit Custom Van-ის ახალ მოდელს Raptor-ით შთაგონებული ცხაურა აქვს. წინ დიდი ასოებით FORD არის გამოსახული. გაუმჯობესება მხოლოდ ცხაურას არ ეხება. ყველგანმავალი შესაძლებლობებიც გაძლიერებულია. დისკები ალუმინის შენადნობი 16-იანია. მანქანის ექსტერიერზე დიდი ზომის ლოგოებია.

განახლებები ინტერიერშიც გვხვდება. სალონში პრიალა ზედაპირის ტყავია გამოყენებული. კონდიციონერი და ავტომატურად დაკეცვადი სარკეები სტანდარტულია.

ორივე მოდელს თვითბლოკირებადი დიფერენციალი და მოჭიდების კონტროლის სისტემა აქვს. Transit-ი Ford-ის AWD სისტემასაც მიიღებს. ჩვეულებრივ მთელი ძალა უკანა თვლებს მიეწოდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სისტემა მას 50/50 ანაწილებს.

მყიდველებს ძრავების ფართო არჩევანი აქვთ. 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავა შეგიძლიათ 128, 168 ან 182 ცხენის ძალით მიიღოთ. Transit Custom Trail მოდელებს მაილდ ჰიბრიდული ტექნოლოგია აქვს. 48- ვოლტიანი სისტემა დამუხრუჭებისას დაკარგვად ენერგიას აგროვებს.

Ford-ი Active და Tourneo Custom მოდელების დამატებასაც აპირებს.  Active მოდელებს 17-იანი დისკები ექნება. სავარძლები ტყავით ნახევრად იქნება დაფარული. Tourneo Custom Active-ს კი მონაცემთა დაფაზე ლურჯი აქცენტები ემატება. Transit Active-ის მყიდველებს არჩევანის გაკეთება თვლების გრძელ და მოკლე ბაზას შორის შეეძლებათ.

- „Active დაTrail მოდელები იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს Transit-ი. ის ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს“. - ამბობს კომერციული ავტომობილების გენერალური მენეჯერი ჰანს შეფი.

მსგავსი სიახლეები