კვლევა, საბურავები, ელექტრომობილები
Aa
Aa

რატომ სჭირდებათ ელექტრო და ჰიბრიდ ავტომობილებს საბურავების უფრო ხშირი შეცვლა?

როგორც აღმოჩნდა, საშუალოდ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ავტომობილების მფლობელები, სახელოსნოში საბურავების შესაცვლელად უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ტრადიციული, შიგა წვის ძრავის მქონე მანქანების მძღოლები. უხეშად რომ ვთქვათ, ისინი საბურავებს ორჯერ უფრო ხშირად ცვლიან.

Consumer Reports-ის ექსპერტმა ამის მიზეზები განმარტა. მისი მოყვანილი ფაქტორები კი, შესაძლოა სულაც არ იყოს ის, რაც თქვენ თავიდან იფიქრეთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მძღოლები, ICE-ძრავებიდან ელექტრომობილებზე გადასვლისას, ყველაზე ხშირად მიზეზად ნაკლებ ხარჯს ასახელებენ. მაგრამ, თუ მათი დამუხტვა თქვენ საწვავის მაღალი ტარიფებისგან გიცავთ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ EV-ების შეკეთების ღირებულება ამ განსხვავებას ავსებს.

„საბურავის ცვეთის ყველაზე დიდი მტერი წონა და ცხენის ძალაა“, - განაცხადა ექსპერტმა. ელექტრომობილები და ჰიბრიდები, საშუალოდ, 20%-ით უფრო მძიმეა, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ერთმა მექანიკოსმა საშუალო ზომის ელექტრომობილი ¾-ტონიან პიკაპსაც შეადარა, ამიტომ გასაკვირი არცაა, რატომ აზიანებენ ისინი ასე მარტივად საბურავებს.

Recharged-ის მიერ მოპოვებული მონაცემებიც ამტკიცებს, რომ ელექტრომობილები, ზოგადად, უფრო მეტ საბურავს იყენებენ. მწარმოებლების განცხადებით, ელექტრომობილები, როგორც წესი, 15-20%-ით უფრო ხშირად აზიანებენ საბურავებს, ვიდრე იმავე ტიპის და ზომის ბენზინზე მომუშავე მოდელები. რეალურად, საბურავებისთვის, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 000 კილომეტრამდეა.

ხოლო მაშინ, როდესაც საქმე საბურავების გასკდომას ეხება, ამის ალბათობა ელექტრომობილებში ორჯერ მეტია. კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ელექტრომობილების მფლობელები, თავიანთ ავტომობილს, საშუალოდ სამ წელიწადში ერთხელ ცვლიან, როდესაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12 წელია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები