წლის „საუკეთესო ავტომობილების“ ათეულში ყველა მანქანა გარკვეულწილად ელექტრიფიცირებულია
ახალი ეპოქა, წესით, ახლა უკვე ოფიციალურად დაიწყო. მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების მიმდინარე წლის სიაში შემავალი მანქანებიდან თითოეული, გარკვეულწილად, ელექტრიფიცირებულია.
ჯილდოსთვის, რომელიც ოდესღაც ძრავის მოცულობასა და გამონაბოლქვის სიმძლავრეზე იყო ორიენტირებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. დაწყებული mild-ჰიბრიდებით, plug-in კონფიგურაციებითა და სრულად ბატარეაზე მომუშავე ელექტრო პლატფორმებით დამთავრებული, ელექტრიფიკაცია ახლა მსოფლიოში საუკეთესო მანქანების საბაზისო საფუძველია.

მიმდინარე წელს, მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილებისთვის ათი ფინალისტი 58 მოდელისგან შემდგარი საწყისი ჯგუფიდან აირჩა. გამარჯვებულები უკვე 33 ქვეყნიდან 98 საავტომობილო ჟურნალისტისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ გამოვლინდება.
წლევანდელი ათეული ასე გამოიყურება: The Audi Q5/SQ5; BMW iX3; BYD Seal 6 DM-i; Hyundai Ioniq 9; Hyundai Palisade; Kia EV4; Kia EV5; Mercedes-Benz CLA; Nissan Leaf; Toyota RAV4.
თუმცა, ყველა ავტომობილის შემთხვევაში ელექტრიფიკაციის სტილი განსხვავებულია და სწორედ ეს ხდის WCOTY-ის წლევანდელ დაჯილდოებასაც საინტერესოს. მაგალითად, mild-ჰიბრიდი ვერსიები Audi Q5-ისა და Mercedes-Benz CLA-ს შემთხვევაში, რომლებიც მართვის გამოცდილების რადიკალური ცვლილების გარეშე, 48-ვოლტიან სისტემებს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

სპექტრის მეორე რადიკალურ ბოლოში სრულად ელექტრო მოდელებიცაა, როგორებიცაა: Nissan Leaf-ი, BMW iX3, Hyundai Ioniq 9, Kia EV4 და Kia EV5. მათთან ერთად კი, სიაში ადგილი plug-in ჰიბრიდებისთვისაც დატოვებულია. ასეთია მაგალითად, BYD-ის Seal 6 DM-i, რომელიც ამავდროულად ჩინური ავტომობილების სწრაფი გავრცელებისა და DM-i-ის ტექნოლოგიური გავლენის წარმომადგენელია.