ლოს-ანჯელესში წლები ყალბ საგზაო ნიშანს იყენებდნენ | და ვერავინ ამჩნევდა
2001 წელს, ლოს-ანჯელესში, 110-ე ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მძღოლებს ხშირად უჭირდათ ჩრდილოეთის საშტატშორისო გზატკეცილზე გადასვლა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის ის, რომ გადასახვევი ძალიან პატარა იყო და ფაქტობრივად გვირაბში იყო დამალული, არც სათანადო ნიშნები ჰქონდა და საბოლოო ჯამში, ვიღებდით დაბნეულ მძღოლებს, რომელთაც არ იცოდნენ საით უნდა წასულიყვნენ.
ამ პრობლემის მოგვარება კი, თავის თავზე ერთ-ერთმა ლოს-ანჯელესმა მხატვარმა აიღო. რიჩარდ ანკრომი, ადგილობრივი კრეატორი და მხატვარია, რომელიც ამ ქაოსით დაიღალა და გადაწყვიტა, ყველაფერი გამოესწორებინა. მან თავის ქმედებას „საზოგადოებრივი სამსახურის პარტიზანული აქტი“ უწოდა. და მაშინ, როდესაც ამ გზაზე პირველად დაიკარგა, თავის თავს უთხრა: „მე ნიშნების სპეციალისტი ვარ - ამის გაკეთება შემიძლია“.

ანკრომმა დაახლოებით სამი თვე დახარჯა იმის კვლევაზე, თუ როგორ უნდა შეექმნა სრულიად ავთენტური საგზაო ნიშანი. მან შეისწავლა კალიფორნიის სატრანსპორტო დეპარტამენტის მიერ გამოყენებული „ფერები, ფორმები და შრიფტები“ და შექმნა ახალი ნიშანი, რომელიც მოიცავდა ყველა ოფიციალურ ნიშანს და სიმბოლიკას.
როდესაც ამ ნიშნის დადგმის დრო დადგა, ის უბრალოდ შესაფერისი უნიფორმით გარეთ გავიდა და ყველაფერი იდეალურად გააკეთა. თან არც რომელიმე გამვლელის და მძღოლის ყურადღება მიუპყრია, რადგან სპეციალური სამსახურის წარმომადგენელსაც ჰგავდა.

შედეგი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ყალბი საგზაო ნიშანი წლების შემდეგაც ანკრომის შერჩეულ ადგილზე დარჩა და რაც მთავარია, მძღოლები მას ყოველდღიურად იყენებენ. ფაქტობრივად იმ დრომდე სანამ, ანკრომმა თავად არ გაამხილა სიმართლე, ვერავინ მიხვდა, რომ ნიშანი ხელნაკეთი იყო. ეს არც ოფიციალურ უწყებებს ადარდებდათ, რადგან 2009 წლამდე ის ადგილზე დატოვეს და ბოლოს უკვე ოფიციალური ვერსიით შეცვალეს - რომელიც ანკრომის ვერსიას ზუსტად ჰგავდა.