Nissan, SUV, ნისანი, იაპონიის ავტოშოუ, Nissan Kait
Aa
Aa

Nissan-მა ახალი უნივერსალი წარადგინა, რომელიც (არც ისე) დავიწყებული ძველია

Nissan-ის უნივერსალების მზარდ ხაზს მალე ახალი მოდელი შეემატება. იაპონიის ავტოშოუზე კომპანიამ დაადასტურა, რომ ახალი SUV-ის წარმოება ბრაზილიის ქარხანაში დაიწყება და მისი სახელი Kait იქნება. Kait ძირითადად სამხრეთამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა სხვა კონტინენტებზეც შევხვდებით. 

სამწუხაროდ, დეტალების შესახებ იაპონურ ავტომწარმოებელს არ უსაუბრია და ახალი მოდელის მხოლოდ ერთი ფოტო გვაცვენა. Kait 540-მილიონიანი ინვესტიციის ნაწილია და მიემატება ბრაზილიაში წარმოებული შემდეგი მოდელების სიას: Magnate, Kicks, X-trail და Pathfinder.

ვარაუდობენ, რომ Kait უფრო Nissan Kicks-ის პირველი თაობის მოდიფიცირებული ვერსია იქნება და ამიტომ რაიმე უნიკალურს მისგან არ უნდა ველოდეთ. არაერთ ბაზარზე იაპონური ბრენდი ყიდის როგორც უახლეს Kicks-ს, ისე ძველ Kicks Play-ს — ახალი მოდელი, სავარაუდოდ, სწორედ ძველ Kicks-ს განაახლებს. 

თუ ეს ცნობები სიმართლეს შეესაბამება, Kait-ს გაბარიტებიც დაახლოებით Kicks Play-ის მსგავსი იქნება და კაპოტის ქვეშაც 1.6-ლიტრიან, ოთხცილინდრიან ძრავას შევხვდებით, რომელიც ბენზინსა და ეთანოლზე (დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, ბრაზილიაში საკმაოდ გავრცელებული საწვავია) იმუშავებს. 

Nissan-ის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის გამოვა კაიტი, თუმცა ის მაინც ვიცით, რომ ბრაზილიის გარდა, ექსპორტი კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები