ლამბორგინი, კრიშტიანუ რონალდუ, პირველი მანქანა, ლამბორგინი ურუსი, ლამბორგინი ურუსი ესი
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუს 15 წლის შვილს უკვე პირველი Lambo ჰყავს

კრიშტიანუ რონალდუს მრავალმილიონიანი საავტომობილო კოლექციის შესახებ, რომელშიც  არაერთ იშვიათ მოდელსაც აღმოაჩენთ, არაერთხელ დაგვიწერია. რონალდუმ თავისი ძვირად ღირებული კოლექციის „შეგროვება“ Audi S3-ით დაიწყო. მან ეს მოდელი ჯერ კიდევ „მანჩერსტერ იუნაიტედში“ თამაშის დროს შეიძინა.

ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, თავისი ავტოფარეხის შექმნას მისი 15 წლის ვაჟი კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორიც იწყებს - ამ კოლექციის პირველი წევრი კი, Lambo-ა.  თეთრი ფერის Lamborghini Urus S მან საკუთარ Instagram გვერდზეც გამოაქვეყნა. რთული დასადგენია, თუმცა წესით, ეს Lambo სრულად ახალი არ უნდა იყოს, რადგან 2025 წელს მას რიგი კოსმეტიკური ცვლილებები ჩაუტარდა. შესაძლოა Urus-ი მამამისის კოლექციის ნაწილიც იყო და ახლა უბრალოდ კრიშტიანუ ჯუნიორს საჩუქრად გადასცა.

რაც შეეხება ავტომობილის მონაცემებს: Lamborghini Urus S-ის კაპოტქვეშ ტურბოდაბერვის V8 ძრავა იმალება, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 2.3 ტონას იწონის და 0-დან 100-მდე 3.5 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 305 კმ/სთ-ზე გამოიმუშავებს. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით სამი წლის წინ 265 000 ევროს ფარგლებში იყო.

თუმცა კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორს, რომელიც ახლა 15 წლისაა, ავტომობილის მართვის უფლების მისაღებად კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს ლოდინი. საუდის არაბეთში მართვის მოწმობის აღება 18 წლის ასაკშია შესაძლებელი, თუმცა 17 წლიდან, დროებითი სასწავლო ლიცენზიის წყალობით, მანქანით გადაადგილებას ზრდასრულის მეთვალყურეობის თანხლებით შეძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები