მასლქარი, დრაგი, დოჯი, დოჯი ჩარჯერი, დრაგქარი
Aa
Aa

Hemi ბრუნდება | Dodge-მ ახალი Charger-ი წარადგინა

შესაძლოა ახალ Dodge Charger-ს (ამ ეტაპისთვის) V8 ძრავა არ ჰქონდეს, თუმცა შანსი იმისა, რომ უახლესი ამერიკული „მასლქარი“ Hemi-ით შეიძინოთ, კვლავ არსებობს. დღეს ავტომწარმოებელმა 2025 წლის Dodge Charger Hustle Stuff Drag Pack წარადგინა - სპეციალურად შექმნილი დრაგქარი, რომლის კაპოტქვეშაც V8 სუპერჩარჯერი იმალება.

ავტომობილი Charger-ის უახლეს სტილს იყენებს, რომელიც ბენზინის ძრავაზე მომუშავე Charger-ის კაპოტის, კარების, წინა ფასადისა და ლუქის კარბონის ვერსიებს აერთიანებს. ამას დამატებული კარბონის Hustle Stuff, რომელიც ამ მოდელს წინა ვერსიაზე 45-46 კილოგრამით მსუბუქს ხდის. რაც შეეხება ახალი მოდელის სახელწოდებას, ის 1970-იანი წლების Mopar Hustle Stuff-ის კატალოგიდან მოდის.

კაპოტქვეშ Dodge-მა 5.8-ლიტრიანი V8 სუპერჩარჯერი ძრავა გამოიყენა, ახალი GEN III ალუმინის Hemi ძრავის ბლოკით, Diamond-ის ალუმინის დგუშებით, ჭედური მუხლა ლილვით და სხვა ტიპის განახლებებით. ამას დამატებული Coan Racing XLT-ის 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მაღალი ხარისხის მაბრუნი მომენტის გადამყვანით და რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის სარბოლო სპეციფიკაციები - მათ შორის Mark Williams Enterprises-ის 9-ინჩიანი უკანა ღერძი, 4.30:1 მთავარი გადაცემის გადაცემათა რიცხვით.

ალტერნატივებს შორისაა ძრავის კომპონენტების მსუბუქი პაკეტი, რომელიც Blackbird-ის წინა საფარს და ზეთის ტუმბოს გარე კომპლექტს მოიცავს. Dodge-ის სტანდარტული ფერი Knuckle White-ია, თუმცა ავტომწარმოებელი მანქანას 18 სხვა ფერშიც გვთავაზობს, მათ შორისაა B5 Blue, Frostbite, Go Mango, Plum Crazy, Cinnamon Stick და Sublime. ასევე ხელმისაწვდომია გრაფიკული ვერსიები.

თუმცა, თუ ამ ავტომობილით დაინტერესებულნი ხართ, სჯობს იჩქაროთ. Dodge მოდელს მხოლოდ 50 ეგზემპლარად გამოუშვებს - NHRA Sportsman-ის მრბოლელებისთვის და დამტკიცებულია Factory Stock Showdown-ის შეჯიბრებებში გამოსაყენებლად. ავტომობილი SFI 25.5/7.50 ET NHRA-სერტიფიცირებული ქრომოლინის დამცავი კარკასითაა აღჭურვილი,  Sabelt-ის მსუბუქი SFI-სერტიფიცირებული სავარძლები, უსაფრთხოების ღვედები და ფანჯრის ბადეებიც მოჰყვება.

თითოეულის ფასი 234 995 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა ეს ღირებულება დანიშნულების ადგილზე მიტანის ფასს არ მოიცავს. 2026 წლის Charger Hustle Stuff Drag Pack-ის ჯავშანზე განცხადებების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყო, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რამდენი მათგანია გაყიდული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები