Subaru, სუბარუ, სედანი, სუბარუ ლეგასი, Subaru Legacy
Aa
Aa

Subaru-ს პრობლემები აქვს — გაყიდვების ზრდით საუკეთესო მოდელი 2026 წელს აღარ გამოვა

სუბარუს საუკეთესო წელი ნამდვილად არ უდგას. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის გაყიდვების მაჩვენებელმა 2.6%-ით დაიკლო. ეს კატასტროფული რიცხვი ნამდვილად არ არის, თუმცა უფრო სიტუაცია უფრო მძიმედ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ ავტომობილების ინდუსტრიის გიგანტების უმრავლესობა 2025 წელს დიდ მოგებაზე გადის. 

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ იმ მოდელების ახალი გამოშვებები, რომლებიც გასულ წლებში საუკეთესოდ იყიდებოდნენ, წელს იგივეს გამეორებას ვერ ახერხებენ. ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ აშშ-ის ბაზარზე გაყიდვებით ორნიშნა ზრდა მხოლოდ იმ მოდელს აქვს, რომელიც წლევანდელს შემდეგ აღარ გამოვა.

დიახ, საუბარი ლეგენდარულ Subaru Legacy-ზეა.

ოქტომბერში სუბარუმ აშშ-ში 51036 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 6.5%-იანი ვარდნაა. ჯამურად, წლის განმავლობაში 534074 მანქანა გაიყიდა და სინამდვილეში ეს მოკრძალებული რიცხვი ბევრად მძიმე პრობლემებს ფარავს. 

წლიურად ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ Crosstrek-ია, რომელმაც 7.6%-იანი ზრდა აჩვენა და 145,806 ერთეული გაიყიდა. თითქმის ყველა სხვა მოდელმა მნიშვნელოვანი მინუსი აჩვენა. მაგალთად, Ascent-ის გაყიდვები 25.4%-ით დაეცა, ხოლო WRX 41.7%-ით. ყველაზე მძიმედ სრულად ელექტრო Solterra გამოიყურება, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შედეგებთან შედარებით, 98.8%-ით ნაკლებად იყიდება.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ყველასათვის კარგად ნაცნობმა Legacy-მ აჩვენა, რომელიც 2026 წლიდან აღარ გამოვა. გადაშენების პირას მყოფმა სედანმა მიმდინარე წელს გაყიდვებში 15.7%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა სტატისტიკამ არ უნდა მოგატყუოთ — რაოდენობრივი მაჩვენებლით, წელს მხოლოდ 18864 ლეგასი გაიყიდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი არ არის.

სავარაუდოდ, სუბარუს მოუწევს, გონს მოეგოს და დაუბრუნდეს 2000-იანი წლების ნიშნას, როცა იაპონური ბრენდი ისეთ ავტომობილებს ქმნიდა, როგორსაც მისი მომხმარებელი ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები