საქართველოს მასშტაბით 6 თვეში 187 ვიდეოკამერა დაემატა - სად რამდენი კამერაა
საქართველოს მასშტაბით ჯამში 8 552 ვიდეოკამერაა განთავსებული, აქედან 187 ერთეული ბოლო 6 თვეში დამატებული. ამის შესახებ ბიზნესპრესნიუსი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, კამერების ყველაზე დიდი რაოდენობა განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. თუმცა, წელს 6 თვეში ყველაზე მეტი კამერაა დაამატეს ზესტაფონში, თბილისსა და სამტრედიაში.
ვიდეოკამერების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს „ბიზნესპრესნიუსი“ ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით გთავაზობთ:
წელს იანვარ-ივნისში დამატებული კამერების რაოდენობა:
- ზესტაფონი - 68 კამერა;
- თბილისი - 62 კამერა;
- სამტრედია - 46 კამერა;
- ზუგდიდი - 4 კამერა;
- მცხეთა - 4 კამერა;
- წყალტუბო - 1 კამერა;
- ქარელი - 1 კამერა.
შედეგად, 2025 წლის 2 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჯამურად განთავსებული ვიდეოკამერების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი - სულ 3111 კამერა, აქედან 2697 ზოგადი ხედვის, ნომრის ამომცნობი - 414;
- ქვემო ქართლი - სულ 1048 კამერა, აქედან 700 ზოგადი ხედვის, 348 - ნომრის ამომცნობი;
- იმერეთი - სულ 829, აქედან 520 ზოგადი ხედვის, 309 - ნომრის ამომცნობი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - სულ 817, აქედან 490 ზოგადი ხედვის, 327 ნომრის ამომცნობი;
- სამცხე-ჯავახეთი - სულ 600, აქედან 452 ზოგადი ხედვის, 148 - ნომრის ამომცნობი;
- აჭარა - სულ 569 კამერა, აქედან 236 ზოგადი ხედვის, 333 ნომრის ამომცნობი;
- კახეთი - სულ 514 კამერა, აქედან 337 ზოგადი ხედვის, 177 ნომრის ამომცნობი;
- გურია - სულ 345 კამერა, აქედან 257 ზოგადი ხედვის, 88 ნომრის ამომცნობი;
- შიდა ქართლი - სულ 344 კამერა, აქედან 200 ზოგადი ხედვის, 144 ნომრის ამომცნობი;
- მცხეთა-მთიანეთი - სულ 317 კამერა, აქედან 173 ზოგადი ხედვის, 144 ნომრის ამომცნობი;
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - სულ 58 კამერა, აქედან 30 ზოგადი ხედვის, 28 ნომრის ამომცნობი.