საქართველო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რეექსპორტი
Aa
Aa

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მცირდება | ტოპ-10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ავტომობილები გადის

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავლები წლიურად 26.6%-ით, ხოლო რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 1.471 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების 61 866 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში — 2.003 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების 82 529 ავტომობილი.

რაოდენობის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ავტომობილების რეექსპორტის უმსხვილესი ბაზრები ყაზახეთი და ყირგიზეთია. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ამ ორი ქვეყნის წილი ავტომობილების რეექსპორტში 59%-ს აჭარბებდა.

2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 10 ძირითადი ბაზარი ასე გამოიყურებოდა:

- ყაზახეთი — 327.9 მლნ დოლარის ღირებულების 20 863 ერთეული;
- ყირგიზეთი — 582.3 მლნ დოლარის ღირებულების 15 933 ერთეული;
- ირანი — 129.4 მლნ დოლარის ღირებულების 7 365 ერთეული;
- ტაჯიკეთი — 79.4 მლნ დოლარის ღირებულების 4 509 ერთეული;
- აზერბაიჯანი — 149.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 327 ერთეული;
- სომხეთი — 65 მლნ დოლარის ღირებულების 2 369 ერთეული;
- უზბეკეთი — 42.9 მლნ დოლარის ღირებულების 1 681 ერთეული;
- თურქმენეთი — 23.7 მლნ დოლარის ღირებულების 1 537 ერთეული;
- უკრაინა — 9 მლნ დოლარის ღირებულების 1 027 ერთეული;
- ერაყი — 17.8 მლნ დოლარის ღირებულების 939 ერთეული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები