სუპერქარები, დიდძრავიანი, ძრავები, აუტომობილ როდრიგესი
Aa
Aa

იტალიური სუპერქარი F1-ის სპეციფიკაციების V12 ძრავითა და 9-ლიტრიანი 18-ცილინდრიანი ვერსიებით

სუპერქარების იტალიურმა მწარმოებელმა, Automobili Rodrigues-მა, ცოტა ხნის წინ თავისი უახლესი მოდელი წარადგინა და მზადაა ყველას დაუმტკიცოს, რომ დიდი ძრავების ეპოქა ჯერ არ დასრულებულა. თქვენ წინაშე კომპანიის უახლესი, ხელით აწყობილი და სუპერექსკლუზიური სუპერქარია, რომელსაც GT Berlinetta Veloce ეწოდება.

Automobili Rodrigues-ის შესახებ ამერიკულ და ევროპულ ბაზარზეც კი შესაძლოა ბევრს არ სმენია. თუმცა წლების განმავლობაში ჩვენ კომპანიის მიერ შექმნილი არაერთი განსხვავებული და ინდივიდუალური სუპერქარი გვინახავს, რომელთა ღირებულებაც რამდენიმე მილიონ აშშ დოლარსაც აღწევდა. რეალურად, Automobili Rodrigues-ის ჰიპერქარების ღირებულება $5 მილიონიდან $10 მილიონამდე მერყეობს.

უახლესი ქმნილება კლასიკური GT-ს დიზაინია — თანამედროვე ფუნქციებითა და შტრიხებით. ავტომობილს გრძელი კაპოტი და გლუვი ფორმის სახურავი აქვს. ინტერიერში კი იტალიური ტყავი, ხისა და ლითონის დეტალები და თანამედროვე მოდელისთვის საჭირო ყველა ფუნქციაა წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილში ყველაფერი, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში, ხელითაა დამზადებული.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში ყველაზე დიდძრავიანი ავტომობილები

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი გარეგნულად უკვე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მთავარი მაინც ისაა, რაც კაპოტქვეშ ინახება. Automobili Rodrigues-ი მომხმარებელს ძრავების ფართო არჩევანს სთავაზობს — დაწყებული 7-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, დასრულებული 9-ლიტრიანი 18-ცილინდრიანით, რომელსაც კომპანია Triangolare 18-ს უწოდებს.

V12 ძრავა, რომელიც საოცრად პატარაა, F1-ის სპეციფიკაციების შესაბამისადაა წარმოებული. ძრავა მშრალი კარტერის სისტემას იყენებს, 900 ცხენის ძალაზე მეტს გამომუშავებს და 10,200 ბრ/წთ-მდე აღწევს. შესაძლოა იფიქროთ, რომ ამ შესაძლებლობებით და ბევრად დაბალი ფასით Corvette ZR1X-ის შეძენაც შეგიძლიათ, ამიტომაც თქვენთვის მეორე ვარიანტიც გვაქვს.

Triangolare 18-ს, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი, 9-ლიტრიანი მოცულობისაა, ულტრაკომპაქტურ ძრავას უწოდებენ. ამ ძრავას 18 საპირისპირო დგუში აქვს — არის უსარქველო, აქვს ტურბო და სუპერჩარჯერი. თავისი წარმოუდგენელი შესაძლებლობებით, სუპერქარი 2,100 ბრ/წთ-ზე უკანა ბორბლებზე 2,649 ნიუტონ-მეტრს გზავნის. ეს კი ნამდვილად შოკისმომგვრელი შედეგია. ამავდროულად კი, თუ ნამდვილი ავტომოყვარული ხართ, ძრავის ორივე ვარიანტისთვის მექანიკური გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები