სასამართლო, ამერიკის შეერთებული შტატები, ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა, ელჯი ენერჯი სოლუშენი
Aa
Aa

Hyundai-ის დაკავებული თანამშრომლები ICE-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) წინააღმდეგ, ასობით კორეელი ინჟინერი მალე სარჩელს შეიტანს. ეს სწორედ ის ინჟინრები არიან, რომლებიც Hyundai-ის ქარხანაში ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. საქმესთან დაკავშირებული გარემოებები კვლავ ბუნდოვანია, რადგან დაკავებულთა უმეტესობის მტკიცებით, ისინი ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდნენ.

4 სექტემბერს, ICE-ის თანამშრომლებმა ქარხანა შტურმით აიღეს და 475 პირი აიყვანეს, რომლებიც „არალეგალურ ემიგრანტებად“ მოიხსენიეს. მალევე გაირკვა, რომ დაკავებულთაგან 317 კორეელი მუშა იყო, რომლებიც Hyundai-მ აშშ-ში ახალი ობიექტის მოწყობაში დასახმარებლად ჩაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მართლაც მოკლევადიანი და რეკრეაციული ვიზებით ამერიკაში მართლაც არალეგალურად მუშაობდა, ცნობილია, რომ ბევრს მოქმედი სამუშაო ვიზა ჰქონდა და ქარხანაში კანონიერად იყო დასაქმებული.

შედეგად, 200-მდე დაკავებული პირი ახლა ICE-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს და აცხადებს, რომ ისინი რასობრივი დისკრიმინაციის, ძალის გადამეტებული გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ. „კორეა ტაიმსის“ ინფორმაციით, 60-დან 80-მდე ადამიანს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა გაუსაძლის პირობებში, დაცვის თანამშრომლები დასცინოდნენ და რასისტული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მუშები ახლა მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. როგორც Hyundai ასევე LG Energy Solution აცხადებენ, რომ სარჩელი „ინდივიდუალურ საფუძველზე განიხილება“ და თავად კომპანიები ჩართულნი არ არიან. დაკავებული მუშები ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს და დაუყოვნებლივ სამხრეთ კორეაში დააბრუნეს. მათი საქმის განხილვის პირობა სამხრეთკორეულმა მხარემაც დადო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები